USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Тбилиси
გიორგი კობერიძე - რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  481
19.11.2023 - არსებული მდგომარეობის შეჯამება უკრაინაში:
- საკმაოდ საინტერესო, მაგრამ მეტ-ნაკლებად ბუნდოვანი ვითარებაა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე, კრინკის სიახლოვეს, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინელები ნელ, მაგრამ მეთოდურ შეტევას აწარმოებენ. მდინარე დნეპრისა და მისი შენაკად კონკას სიახლოვეს, სანაპიროსთან მომიჯნავედ, ძალიან აქტიურობს უკრაინული არტილერია, რის მეშვეობითაც ერთგვარი ფარი იქმნება უკრაინელი მედესანტეებისათვის, რომლებიც უმეტესად ჭაობიან ზონაში ქმნიან პლაცდარმს. ამასთან, კრინკი-კოზაჩი ლაჰერის გზის გასწვრივ რუსებს ეფექტური კონტროლი, სავარაუდოდ, აღარ აქვთ. ამ სექტორში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. ჯერჯერობით არ დასტურდება უკრაინული მძიმე ან მსუბუქი ტექნიკის გადაყვანა მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე (რაზეც თავად რუსები წერდნენ), მაგრამ რუსები შიშობენ, რომ თუკი პლაცდარმის შენარჩუნება უკრაინელებმა შეძლეს, არაა გამორიცხული მსგავსი რამ მართლაც ვიხილოთ. ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა რუსებისათვის უკრაინული საარტილერიო დარტყმები და აქტიურად მოქმედი მცირე ჯგუფებია, რის ფონზეც რუსულ სამხედრო ნაწილებს ბევრი არჩევანი არ აქვთ - ან უნდა დაიხიონ უკან ან პირიქით დამატებითი ძალები გადაისროლონ ამ მიმართულებით და ჩაებან არამხოლოდ აქტიურ საარტილერიო დუელში, არამედ მოსპონ ყოველგვარი პლაცდარმის შექმნის მცდელობა. ამის მისაღწევად კი რუსების ცოცხალი ძალის სხვა ადგილას მოკლება გახდება საჭირო, ხოლო უკრაინულ არტილერიას სამიზნეები გაუმრავლდება. ასეა თუ ისე უკრაინელებს ჯერჯერობით ნელი, მაგრამ ზეწოლის სტრატეგია აქვთ არჩეული.
- დონეცკის ოლქში, ავდიივკასთან სიტუაცია შედარებით დასტაბილურებულია. უკრაინელებმა დიდი რაოდენობით ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლით რუსული შეტევა და წინსვლა შეანელეს, მაგრამ შეტევა არ შეჩერებულა. როგორც ჩანს რუსები ავდიივკას აღებას იანვრამდე ცდილობენ, მაგრამ თავდაპირველი ის ტემპი, რომელიც მათ წინა კვირებში ჰქონდათ - დაეცა. შეტევაზე მყოფი ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი კი უბრალოდ განადგურდა. ზოგიერთი შეფასებით, ავდიივკაზე დაწყებული შეტევის შემდეგ მარტო მოკლულების სახით რუსებმა 5000 სამხედრო დაკარგეს, ხოლო სამჯერ მეტი დაჭრილების მხრივ ჰყავთ. ეს კი უმნიშვნელო ციფრი არაა, მაგრამ იმ ფონზე, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული დანაყოფების რაოდენობა დაახლოებით 150 ათასია, ჯერჯერობით შეტევის საბოლოო მოგერიება არ მომხდარა. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მთელი დონბასის საომარ ზონაში ძალიან აქტიურია რუსული ავიაცია.
- ხარკივის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით სიტუაცია სტაბილურია. რუსების მცდელობა რომ კვლავ შეინარჩუნონ ინიციატივა დიდი მსხვერპლისა და დანაკარგის ფასად უჯდებათ. ამ ფონზე წინსვლა პრაქტიკულად აღარ აქვთ.
- აშშ-ს კონგრესის მხრიდან უკრაინისათვის გამოსაყოფი დახმარება სავარაუდოდ დეკემბრის ბოლომდე დამტკიცდება ან ჩავარდება. თუმცა დრო ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არაა გამორიცხული როგორც უკრაინელთა ისე რუსების მხრიდან ზამთრის ოპერაცია ვიხილოთ.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
Тбилиси
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати