USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Тбилиси
გიორგი კობერიძე - რა ვითარებაა ამ დილის მდგომარეობით ისრაელში?
дата:  408
09:30, ისრაელი (11.10.2023):
- წუხელ, გოლანის მაღლობების მოსაზღვრედ ისრაელმა საპასუხო საარტილერიო იერიში მიიტანა სირიის სამხედრო ძალების პოზიციაზე, საიდანაც მანამდე ცეცხლი გაუხსნეს ებრაულ პოზიციებს გოლანში. ახლა ნაკლებად სავარაუდოა სირიის მხრიდან რაიმე მასშტაბური ვიხილოთ, მაგრამ ერთის მხრივ ისრაელთან ნებისმიერი სახის, თუნდაც მინიმალური შეხლა დამასკოში მყოფ ასადის მთავრობას თავისი რეპუტაციის ასამაღლებლად სჭირდება და ამასთან ირანის მითითების შესრულებაც გამოსდის. არც ისაა დასავიწყებელი, რომ გოლანი ისრაელსა და სირიას შორის სადაო ტერიტორიაა. ზოგადად ისრაელის არმიის ადგილზე შებოჭვის მცდელობა ხდება ჩრდილოეთ სირიაში.
- წუხელ აქტიურად იბომბებოდა ღაზას სექტორი. 200-ზე მეტი წერტილი იქნა დაბომბილი. არის ნგრევა და მსხვერპლი. დაიბომბა ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის მოჰამედ დეიფის მამის სახლიც. გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია მისი ძმა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავად დეიფის მოჰყოლოდა დაბომბვაში.
- სროლები იყო იერუსალიმის აღმოსავლეთ გარეუბანში, სადაც მოკლულ იქნა რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი. ამოღებულია დიდი რაოდენობით ამუნიცია.
- მთელი ღამე სროლები გრძელდებოდა პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელის საგუშაგოს თავს დაესხნენ დასახლება ნაბლუსის მიმართულებით. ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქთან დამატებითი ძალები გადაისროლა. ხოლო ქალაქ ტუბასში შესრულ ისრაელის სამხედრო ძალები აქტიური ცეცხლის ქვეშ მოყვნენ. სროლას მოსახლეობის გამოსვლა და სამხედრო კოლონებზე მოლოტოვის კოქტეილებითა და ქვებით თავდასხმაც მოჰყვა. მაღალინტენსიური ბრძოლის შემდეგ ქალაქი საბრძოლო მოქმედების არეად არის გადაქცეული.
- არასტაბილური სიტუაციაა ჯენინსა და იქ არსებულ დევნილთა ბანაკში, დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე. სროლები მთელი ღამე ქალაქის შესასვლელში და პერიფერიებში მიმდინარეობდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ჯენინი აქამდეც ერთ-ერთი ყველაზე გასამხედროებული წერტილი იყო.
- ღაზას მომიჯნავე ტერიტორიაზე სიტუაცია კვლავ კრიტიკული რჩება. ისრაელის სამხედრო ძალები სიტუაციას აკონტროლებენ, მაგრამ სექტორიდან თავდასხმები პერიოდულად მაინც მიმდინარეობს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
мир
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати