USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
გიორგი კობერიძე - რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის (18 თებერვალი)
дата:  743
18 თებერვლის განახლება უკრაინაში:
- დასავლური (აშშ, ბრიტანეთი) ოფიციალური წყაროების მიხედვით 30 ათასამდე "ვაგნერელი" მოკლული ან დაჭრილი/გამოთიშულია საბრძოლო მოქმედებებს. დაახლოებით 50 ათასია "ვაგნერის" სრული შემადგენლობა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ შეტევის ტემპი მუდმივად და ყველგან მაღალი ვერ ექნებათ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბახმუტის მიმართულებაზე მხოლოდ "ვაგნერი" არ არის წარმოდგენილი და მათთან ერთად რუსული რეგულარული ნაწილები და დარჩენილი სეპარატისტებიც იბრძვიან. ზოგადად, "ვაგნერმა" ძალიან დიდი რესურსი გახარჯა სოლედარისათვი ბრძოლაში. BBC-ის ცნობით, მხოლოდ რამდენიმე კვირაში 9000 "ვაგნერელი" იქნა მოკლული.
- დღიურმა მსხვერპლმა რუსულ არმიაში - მოკლულებისა და დაჭრილების მხრივ - 1000 სამხედროს მიაღწია. დასავლური წყაროები უმეტესწილად ეთანხმებიან აღნიშნულ ციფრს.
- ბახმუტის სიახლოვეს უკრაინელებმა რუსული იარაღის საწყობი დაბომბეს, რომელიც სახელდახელოდ ბახმუტზე აღმოსავლეთიდან შეტევისათვის იყო განკუთვნილი.
- ბახმუტი-სლავიანსკის გზის მიმართულებით ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარებს. რუსები ორ მანევრს ერთდროულად ცდილობენ - ერთის მხრივ გზის გადაჭრასა და ჩრდილოეთიდან ბახმუტზე წასვლას, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალურად ჩრდილო-დასავლეთით, სლავიანსკისაკენ გადაადგილებას.
- ლუგანსკის რაიონში რუსული არმიის ინტენსიური შეტევა შეჩერდა. უკრაინელები არტილერიის გამოყენებით დიდ ზიანს აყენებენ რუსულ ნაწილებს, რომლებიც შედარებით მცირე ტერიტორიულ სივრცეში არიან მობილიზებულები. კრემინას შეტევაზე საკმაოდ დიდი ფსონი იდებოდა რუსების მხრიდან, მაგრამ მთელი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ დიბროვას მიმართულებით შეძლეს უკრაინული დაწოლის შემცირება. სანაცვლოდ კი ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკა, შემტევი ნაწილები და მობილიზებულები დაკარგეს.
- რუსულ არმიას ფინანსური მხარდაჭერის დეფიციტი შეექმნა. ხელფასების გაცემის პრობლემა სერიოზულ გამოწვევადაა ქცეული. საუბარია არამხოლოდ კონტრაქტორებზე, არამედ იძულებით გაწვეულებსა და მობილიზებულებზეც. ჭირს დაჭრილების მკურნალობის ანაზღაურებაც. ამაზე თავად იგორ გირკინი წერს და ჩივის. კრემლის გეგმა კიდევ უფრო გაზარდოს სამხედრო ძალების შემადგენლობა ფინანსურად, ლოჯისტიკურად და სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იქნება რუსეთისათვის.
- მარიუპოლში რუსებმა უკრაინული წიგნების დაწვა დაიწყეს. უნივერსიტეტის შენობიდან ეზიდებიან ასობით წიგნს და ქუჩებში აქუჩებენ, შემდეგ კი ანადგურებენ. უკრაინული კვლის წაშლა სურთ.
- აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა - მათ შორის პენსიების გადახდაში დახმარებაც კი.
- აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ღიად და საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე აუცილებლად იქნება დასჯილი და გასამართლებული. ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი განცხადებაა, მათ შორის საქართველოსათვის - ნურავის დაავიწყდება, რომ სწორედ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელსაც რუსული ეთნიკური წმენდები და გენოციდები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძალიან მძიმედ შეეხო.
გაყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати