USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
თბილისი
გიორგი კობერიძე - ისრაელი-ჰამასის ომში რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავია
თარიღი:  429

- წითელი ზღვის აუზი საომარი მოქმედების ზონად იქცა. რამდენიმე სატვირთო გემი დაზიანებულ იქნა იემენში ბაზირებული პრო-ირანული ჰუთი (ჰუსიტი) სამხედროების მიერ, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ისვრიან რაკეტებს ან ისრაელის ან წითელ ზღვაში მოძრავი ხომალდების მიმართულებით. სიტუაცია კრიტიკულია რის გამოც აშშ სამხედრო ფლოტის დამატებით ნაწილებს აგზავნის ამ მიმართულებაზე.

ამ ფონზე როგორც კრუიზების ისე სატვირთო კომპანიების ნაწილმა წითელი ზღვის მარშრუტები დროებით გააუქმა რამაც შეიძლება იმოქმედოს ტვირთბრუნვასა და რეგიონის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
- ებრაელმა სამხედროებმა სამი ებრაელი ტყვე მოკლეს ღაზას სექტორში, რომლებიც, გადმოცემის თანახმად, თეთრ დროშას აფრიალებდნენ. ამ ამბავმა საინფორმაციო თვალსაზრისით დიდი ტალღა გამოიწვია და ზოგიერთი ავტორის მხრიდან გააჩინა კითხვა: ხომ არ ნიშნავს ეს რომ ისრაელის სამხედრო ძალების თეთრ დროშიან ადამიანებს უხსნის ცეცხლსო და კონკრეტულად ეს ამბავი მხოლოდ იმიტომ გავრცელდა რომ თავად ებრაელი ტყვეები აღმოჩნდნენ მსხვერპლიო. სიტუაცია საინფორმაციო სფეროში საკმაოდ მწვავე და დაძაბულია. ისრაელი უბრალო შეცდომასა და შემთხვევითობაზე საუბრობს, რომელიც ომის დროს ხდება ხოლმე.
ამ ამბავმა სიტუაცია დაძაბა ისრაელის შიგნითაც, სადაც ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციებიც კი გაიმართა და იმართება.
- ებრაულმა ნაწილებმა ქალაქი ღაზას 60% დაიკავა, ხოლო სამხრეთში დასახლებები ხან იუნისი და ბანი სუჰეილა სხვადასხვა უბნებად დაყო და ნელ-ნელა იკავებს მას. ისრაელისადმი საერთაშორისო მედიაში კრიტიკა იმ მიზეზით გავრცელდა თუ რატომ არ იკავებს სწრაფად ქალაქ ღაზას და რატომ აჭიანურებს ოპერაციას ისრაელის ხელისუფლებაო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისრაელისადმი კრიტიკული მიდგომა ეფუძნება იდეას - ხომ არ აჭიანურებს ისრაელის ოპერაციას ქალაქ ღაზაში (ჩრდილოეთში), რათა მისი მასირებული დაბომბვისა და მძიმე ტექნიკით იერიშის ფონზე ქალაქი საცხოვრებლად სრულად უვარგისი გახდეს? ამის საპასუხოდ ისრაელი განმარტავს, რომ ოპერაცია სექტორის ჩრდილოეთით ნელა მიმდინარებს რადგან ებრაელები საკუთარ სამხედროებს უფრთხილდებიან და არ ცდილობენ სწრაფი იერიშის წარმოებას დიდი მსხვერპლის ფასადო.
ზოგადად მასირებული იერიშები გრძელდება როგორც სექტორის ჩრდილოეთით ისე სამხრეთით.
- პრემიერმა ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ სექტორის დაკავების შემდეგ ისრაელი ღაზას ადმინისტრირებას დასავლეთ ნაპირზე ბაზირებულ პალესტინის მთავრობას - ფათჰს - არ დაუთმობს. ეს ცხადია სიტუაციას უფრო ართულებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაინც ისაა თუ სად წავა ათიათასობით პალესტინელი მოსახლე, რომელსაც არც ეგვიპტე უშვებს თავისთან და სექტორის ებრაული ნაწილების დაკავების შემდეგ, საცხოვრებლების უმეტესობა უბრალოდ აღარ იარსებებს.
- მოცემულ რეალობაში ებრაულმა არმიამ ჰამასის ბუნკერების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და ააფეთქა. ამ ფონზე იმატა დანებების და ჩაბარების პრეცედენტებმაც, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია ჩასაფრებები და წინააღმდეგობა.
- იძაბება სიტუაცია დასავლეთ ნაპირზე, სადაც პალესტინის მთავრობა ზის. ყოველდღიურად მიმდინარეობს შეტაკებები როგორც ებრაელ სამხედროებსა და ადგილობრივ პალესტინელ მოსახლეობას შორის. მასობრივია დაკავებებიც, რაც სიტუაციას საკმაოდ ძაბავს. ყოველდღიურად გაუარესებულ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დასავლეთ ნაპირზე ებრაული ახალშენები ბევრია და თავისმხრივ იქაც ყველა შეიარაღებულია, რაც მასობრივი დაპირისპირების შანსს ზრდის.
- ლიბანი-ისრაელის საზღვარი აქტიური საომარი მოქმედების ზონაა. ებრაული ავიაცია და არტილერია ყოველდღიურად ბომბავს სამხრეთ ლიბანში ბაზირებულ ჰეზბოლას.
- ამ რეალობაში, ერთის მხრივ, ისრაელ-ჰამასის ომისადმი გარკვეულწილად იკლო ყურადღებამ, რაც ისრაელს მოქმედების თავისუფლებას უმარტივებს, მაგრამ მეორეს მხრივ, აშშ-ში არჩევნების მოახლოებასთან და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, გარკვეულწილად შემცირდა ისრაელის ღია მხარდაჭერამ მედიაში და უფრო ფრთხილად ხდება ამ საკითხების მიმოხილვა და გაშუქება.

 

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

 

 
 
 
ბიზნესი
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.