USD 2.7323
EUR 2.9577
RUB 2.9934
Tbilisi
გიორგი კობერიძე - ირანული შეჯამება
Date:  225
1. როგორც მოსალოდნელი იყო ირანის მხრიდან ძალის დემონსტრირება მოხდა. მაგრამ სრულმასშტაბიანი ომის ირანს ეშინია. ამიტომ იყო ბოლო 10 დღე ებრაელი იერიშის შემდეგ მუქარებს და ვიდეოებს რომ ავრცელებდა, რითაც ისრაელს ანიშნებდა შეტევის გარდაუვალობის შესახებ - ირანს რადიკალების თვალში სახე ჰქონდა შესანარჩუნები. ომი მისი მყიფე რეჟიმის სტაბილურობაზე აისახებოდა ისევე როგორ პასუხისაგან სრული თავშეკევება. ამიტომ გადაწყვიტა ღამის წინასწარდაანონსებული იერიშის განხორციელება. პიარის მხრივ დიდად წარმატებული ქმედება განახორციელა თეირანმა. სამხედრო თვალსაზრისით კი ნულოვანი და უშედეგო. თუმცა 2020 წელს ირანი ამერიკელების წინააღმდეგ უფრო თავშეკავებული გამოდგა, ვიდრე წუხელ ისრაელის წინააღმდეგ. მასშტაბი დიდი იყო, მაგრამ არა იმდენად დიდი ისრაელს რეალური საფრთხე რომ შეჰქმნოდა. ისრაელი, რეგიონში დომინანტი ძალაა და ერთი ღამის საშუალო მასშტაბის, წინასწარდაანონსებული იერიშები ვერაფერს უზამდა.
 
2. ისრაელი მომზადებული შეხვდა ირანულ იერიშებს. თავი ძალიან კარგად დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რაკეტა მაინც გაიპარა. ეს მოსალოდნელიც იყო. არ არსებობს უნაკლო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. თუმცა ისრაელისთვის ეს თვითრწმენის გამყარების საფუძველიც შეიძლება იყოს და ზოგიერთი მიმართულების გაუმჯობესების მოტივაციაც.
 
3. აშშ, ბრიტანეთი და სხვა ევროპული თუ რეგიონული მოკავშირეები დაეხმარნენ ისრაელს. მათ დამატებითი ესკალაცია არ სურთ და ისრაელს სრულმასშტაბიანი პასუხისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ომი რეგიონში არც მათ აძლევს ხელს. იმ ფონზე, რომ აშშ დაეხმარა ისრაელს, ეს უკანასკნელი სრულიად ვერ უარყოფს აშშ-ს ინტერესებს და იძულებული იქნება დაჰყვეს მოკავშირეების მითითებას.
 
4. ისრაელის მხრიდან რაიმე სახის პასუხი სავარაუდოა რომ მომდევნო დღეებში ან კვირებში იქნება. ეს ისრაელის უსაფრთხოების საკითხიცაა და პრეცედენტის არ დაშვებისაც. ამასთან, ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც ბოლო ხანებში დასუსტებულია, უმოქმედობა პოზიციებს დაუსუსტებს. მაგრამ სრულმასშტაბიან ომს ნუ ველოდებით. სად მიიტანს ისრაელი იერიშს - ირანის მოკავშირეებზე ან ირანულ ბაზებზე ირანის გარეთ? ეს უფრო რეალისტურია. უშუალოდ ირანში? გამორიცხული არაა, მაგრამ რისკიანი სვლა იქნება, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოც. და თუ მაინც განხორციელდება ეს უკანასკნელი, მხოლოდ ლიმიტირებულად. ზოგადად, ირანთან სრულმასშტაბიანი ომისთვის არც ისრაელია მზად, მით უმეტეს, როდესაც ამას მოკავშირეებიც მიანიშნებენ. ამ ეტაპზე მაინც.
 
5. გრძელვადიანად, ირანისა და ისრაელის მეტოქეობა გრძელდება. ისრაელი ყველა გზით ეცდება არამხოლოდ ირანის დასუსტებას, არამედ ირანში ბირთვული იარაღის წარმოების არდაშვებას.
business
საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ისანში 16 კორპუსის აშენებას გეგმავს - გრგ-ს დეტალები

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" 16 შენობისგან შემდგარი უბნის მშენებლობას გეგმავს.

გარემოს რეგულირების გეგმა საკრებულოსთან უკვე შეთანხმებულია. გრგ-ში ბოლო ცვლილებები 2024 წლის 2 მაისს შევიდა. კორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორია მოიცავს გაბრიელ სალოსის გამზირს 116-დან 124 ნომრამდე. წარდგენილი განცხადების მიხედვით, ყველაზე დაბალი შენობა 10 -სართულიანი, ყველაზე მაღალი შენობა კი, 36-სართულიანი იქნება.

კომპლექსში ჯამში ნავარაუდევი ბინების რაოდენობა 2500 ერთეულია. მათი საცხოვრებელი ინტენსივობის კ-2 ფართობი დაახლოებით შეადგენს 202592 კვ.მ-ს.

ფეხსაცმელების ფაბრიკის ყოფილ ტერიტორიას, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამი მფლობელი ჰყავს:

  • შპს „ელიტა ბურჯი“;
  • სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“;
  • შპს „ივერია 90“.

აქედან, შპს „ივერია 90“-ია შპს „ელიტა ბურჯის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის 100%-იან წილს თავის მხრივ ფონდი „ქართუ“ ფლობს. სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“ (რომელიც ამავე მისამართზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 116ა-შია რეგისტრირებული) კი „ქართუ ფონდის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის თავმჯდომარე ბესიკ დემეტრაშვილი, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

რაც შეეხება თავად პროექტს, თბილისის საკრებულოში წარგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთლიან საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება 16 კორპუსის მშენებლობა, რომელთა ძირითადი ნაწილი არის შერეული ფუნქციის. კერძოდ:

  • ნაკვეთი #1 -ის ფართია: 11850 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 75%
    საზოგადოებრივ საქმიანი ფუნქცია - 25%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 840.04 კვ.მ
  • ნაკვეთი #2 -ის ფართია: 6690 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სპეცზ-1 (4544 კვ.მ.); რზ-1 (2146 კვ.მ.)
    სარეკრეაციო ფუნქცია;
    საგანმანათლებლო ფუნქცია
  • ნაკვეთი #3 -ის ფართია: 18340 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 90%
    საზოგადოებრივი ფუნქცია - 10%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1513.20 კვ.მ
  • ნაკვეთი #4 -ის ფართია: 21916 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 90%
    საზოგადოებრივი ფუნქცია - 10%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1877.20 კვ.მ
  • ნაკვეთი #5 -ის ფართია: 15360 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 90%
    საზოგადოებრივი ფუნქცია - 10%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1349.40 კვ.მ
  • ნაკვეთი #6 -ის ფართია: 2764 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სზ-6
    საცხოვრებელი ფუნქცია
    საზოგადოებრივი ფუნქცია: მცირე კომერციული ფართებით
  • ნაკვეთი #7 -ის ფართია: 5822 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: ტზ-1
    სატრანსპორტო ფუნქცია
    ფუნქცია: გზა.

"ქართუს" მიერ წარდგენილი ბარათის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ მოცულობითია და საჭიროებს დეტალურ არქიტექტურულ დამუშავებას ინდივიდუალური ბლოკების მიხედვით შესაბამისად სექტრონ N-1;3;4;5 ში ფუნქციური შერევის პროცენტულობა ბლოკების მიხედვით დაზუსტდება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე მაღალი კლასის საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით.

ასევე იგეგმება კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის საერთო სარგებლობის 4 სპორტული მოედნის მოწყობაც.

აუცილებელი მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა დაანგარიშდება კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დამატებით 140 ერთეული პარკინგი განთავსდება გარე ტერიტორიისთვის.

კომპანიის მიერ საკრებულოში წარდგენილი წერილით ირკვევა, ის, რომ "ქართუს" თვლის, რომ კომპლექსის მშენებლობას სუსტი მხარეები არ გააჩნია.

წყარო: https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way