USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
გიორგი კობერიძე - ირანული შეჯამება
თარიღი:  1455
1. როგორც მოსალოდნელი იყო ირანის მხრიდან ძალის დემონსტრირება მოხდა. მაგრამ სრულმასშტაბიანი ომის ირანს ეშინია. ამიტომ იყო ბოლო 10 დღე ებრაელი იერიშის შემდეგ მუქარებს და ვიდეოებს რომ ავრცელებდა, რითაც ისრაელს ანიშნებდა შეტევის გარდაუვალობის შესახებ - ირანს რადიკალების თვალში სახე ჰქონდა შესანარჩუნები. ომი მისი მყიფე რეჟიმის სტაბილურობაზე აისახებოდა ისევე როგორ პასუხისაგან სრული თავშეკევება. ამიტომ გადაწყვიტა ღამის წინასწარდაანონსებული იერიშის განხორციელება. პიარის მხრივ დიდად წარმატებული ქმედება განახორციელა თეირანმა. სამხედრო თვალსაზრისით კი ნულოვანი და უშედეგო. თუმცა 2020 წელს ირანი ამერიკელების წინააღმდეგ უფრო თავშეკავებული გამოდგა, ვიდრე წუხელ ისრაელის წინააღმდეგ. მასშტაბი დიდი იყო, მაგრამ არა იმდენად დიდი ისრაელს რეალური საფრთხე რომ შეჰქმნოდა. ისრაელი, რეგიონში დომინანტი ძალაა და ერთი ღამის საშუალო მასშტაბის, წინასწარდაანონსებული იერიშები ვერაფერს უზამდა.
 
2. ისრაელი მომზადებული შეხვდა ირანულ იერიშებს. თავი ძალიან კარგად დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რაკეტა მაინც გაიპარა. ეს მოსალოდნელიც იყო. არ არსებობს უნაკლო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. თუმცა ისრაელისთვის ეს თვითრწმენის გამყარების საფუძველიც შეიძლება იყოს და ზოგიერთი მიმართულების გაუმჯობესების მოტივაციაც.
 
3. აშშ, ბრიტანეთი და სხვა ევროპული თუ რეგიონული მოკავშირეები დაეხმარნენ ისრაელს. მათ დამატებითი ესკალაცია არ სურთ და ისრაელს სრულმასშტაბიანი პასუხისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ომი რეგიონში არც მათ აძლევს ხელს. იმ ფონზე, რომ აშშ დაეხმარა ისრაელს, ეს უკანასკნელი სრულიად ვერ უარყოფს აშშ-ს ინტერესებს და იძულებული იქნება დაჰყვეს მოკავშირეების მითითებას.
 
4. ისრაელის მხრიდან რაიმე სახის პასუხი სავარაუდოა რომ მომდევნო დღეებში ან კვირებში იქნება. ეს ისრაელის უსაფრთხოების საკითხიცაა და პრეცედენტის არ დაშვებისაც. ამასთან, ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც ბოლო ხანებში დასუსტებულია, უმოქმედობა პოზიციებს დაუსუსტებს. მაგრამ სრულმასშტაბიან ომს ნუ ველოდებით. სად მიიტანს ისრაელი იერიშს - ირანის მოკავშირეებზე ან ირანულ ბაზებზე ირანის გარეთ? ეს უფრო რეალისტურია. უშუალოდ ირანში? გამორიცხული არაა, მაგრამ რისკიანი სვლა იქნება, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოც. და თუ მაინც განხორციელდება ეს უკანასკნელი, მხოლოდ ლიმიტირებულად. ზოგადად, ირანთან სრულმასშტაბიანი ომისთვის არც ისრაელია მზად, მით უმეტეს, როდესაც ამას მოკავშირეებიც მიანიშნებენ. ამ ეტაპზე მაინც.
 
5. გრძელვადიანად, ირანისა და ისრაელის მეტოქეობა გრძელდება. ისრაელი ყველა გზით ეცდება არამხოლოდ ირანის დასუსტებას, არამედ ირანში ბირთვული იარაღის წარმოების არდაშვებას.
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის