USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Тбилиси
გიორგი კობერიძე - ციფრები ისრაელი-ჰამასის ომიდან
дата:  
ციფრები ისრაელი-ჰამასის ომიდან
[The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით]:
- ისრაელმა ჰამასის 9000 მებრძოლი მოკლა, რაც დაახლოებით 30%-ია მისი საერთო საბრძოლო ძალის. ჰამასის მებრძოლთა რიცხვი 30 ათასიდან 40-მდეა.
- ისრაელის განმარტებით, 16.000-ა დაჭრილი და დაშავებული ჰამასის მეომრების რაოდენობა. აშშ-ს შეფასებით კი ეს რიცხვი 11 ათასამდე.
- დაახლოებით 190 მეომარი დაკარგა ისრაელმა საბრძოლო ოპერაციისას ღაზაში.
- პალესტინელთა შეფასებით, ღაზას სექტორში უკვე 24-25 ათასი ადამიანი დაიღუპა. თუმცა განმარტებულია, რომ ჰამასი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროთა ციფრს არ გამოყოფს ცალ-ცალკე. შესაბამისად, დაღუპულ სამოქალაქოთა და სამხედროთა ციფრები უცნობია.
The Wall Street Journal განმარტავს, რომ ისრაელის მხრიდან გამარჯვების გამოცხადებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, რადგან სექტორის ქვეშ გვირაბების კომპლექსური ქსელია გაკეთებული ხოლო საერთაშორისო ზეწოლა ისრაელზე მზარდია. ამასთან, ჟურნალის შეფასებით, ჰამასს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი შეიარაღება ომის გასაგრძელებლად.
ზოგადად, საკმაოდ რთული ვითარებაა. ისრაელს წინსვლა აქვს, მაგრამ ტემპი ნელია. ამის ერთ-ერთი ახნა ისიცაა, რომ ისრაელი ძალიან მცირე დანაკარგებით ცდილობს გადაადგილებას, თუმცა ამ პირობებში ღაზას სექტორის განადგურებას ვადევნებთ თვალს. ინფრასტრუქტურა სექტორში უკიდურესად დაზიანებულია.
უცნობია ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების ზუსტი რაოდენობაც. არც ისაა ცნობილი რამდენი მათგანია ცნობილი და რამდენი დაღუპული. Reuters-ის ცნობით 135 მძევალი ჰყავს ჰამასს ხოლო დამატებით 25 მძევალია მოკლული.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати