USD 2.6970
EUR 3.1153
RUB 3.4211
Тбилиси
გიორგი კობერიძე - არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება
дата:  333
არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება. ანუ, როცა ყველაფერი შოკისმომგვრელია, შოკისმომგვრელი აღარაფერია. ბოლო 25 წელიწადში მსოფლიომ იმდენი რამ გამოიარა, იმდენი საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციით დაიბომბა, რომ ახლა ყველაზე მძიმე მოვლენაზეც კი რეაქცია, ხშირ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერით ან მეგობრების ვიწრო წრეში განხილვით შემოიფარგლება. ანუ ეჩვევი ამ ყველაფერს და აღარ გიკივირს.
 
ამის საუკეთესო მაგალითი უკრაინის ომშიც გამოიხატა - აღარავის უკვირს შუა ევროპაში ქვეყნის დედაქალქის დაბომბვა იქნება თუ ბავშვების სიკვდილი. ჩვენთანაც ასე მოხდა. მე კარგად მახსოვს საოკუპაციო ძალები ხალხს რომ იტაცებდნენ ან შუა ქვეყანაში საზღვრებს ავლებდნენ რამხელა რეაქცია ჰქონდა ხალხს ამაზე. ახლა საზოგადოების დიდ ნაწილს შეჩვევად ექცა.
 
და მსოფლიოშიც ასეა. სენსაციონისტებსაც კი აღარ უკვირთ არაფერი და მათაც დაუქვეითდათ რეაქცია: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, მე არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენო. ტრამპსაც და რუბიოსაც აქვთ მსგავსი განცხადებები ახლო წარსულში გაკეთებული, თუმცა გუშინ ტრამპმა ობამას ამ სიტყვებს "საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება" უწოდა. ეს არ არის ყველაფერი - მოგვიანებით, რამდენიმე საათის წინ მან განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანს უკვე მისცა ბრძანება, ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს. და რა ხდება ამ დროს? ამ ყველაფერზე საერთაშორისო მედიისა და მოსახლეობის რეაქცია თითქმის ნულს უტოლდება, ან თუ რაიმე საინტერესო გამჟღავნდა, აღფრთოვანებამ, მაქსიმუმ, რამდენიმე დღე გაძლოს.
 
თუკი რაიმე უკიდურესად მძიმე, აქამდე გაუგონარი არ მოხდა და ადამიანის ყველაზე ბნელ კუნჭულებში დამალული ემოცია არ გამოაღვიძა, მოვლენებმა დაკარგა ის ძველი ეფექტი, რაც ადრე ჰქონდა. სხვათა შორის, ამ საყოველთაო აპათიის ყველაზე ეფექტური გამოყენება სწორედ ავტოკრატიებს შეუძლიათ. როცა ყველაფერი შოკისმომგვრელია, შოკისმომგვრელი აღარაფერია. მათი დანაშაულებრივი ქმედებებიც ნელ-ნელა აღარავის უკვირს და საზოგადოება მას, როგორც რაღაც ბუნებრივ მოცემულობას, ისე ეჩვევა.
 
мир
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати