USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
გიორგი კობერიძე - 25 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში
дата:  971
- რუსეთის ბრიანსკის რაიონში რკინიგზის ხაზი დივერსიულმა ჯგუფებმა რამდენიმე ადგილას ააფეთქეს, რის გამოც ბელარუსისა და უკრაინის მიმართულებით რუსული სამხედრო მომარაგება შეფერხებით გადაადგილდება.
- ზაპორიჟიას რაიონში, მელიტოპოლში უკრაინელმა პარტიზანებმა რუსული პროპაგანდისტული და საინფორმაციო ცენტრის შენობა ააფეთქეს, რომლიდანაც მოსახლეობის რუსიფიკაციის პროცესი იგეგმებოდა, დგებოდა საგანმანათლებლო პროგრამები და ვრცელდებოდა დეზინფორმაცია.
- რუსეთში, ბელგოროდის რაიონში, შებეკოვეში დაიბომბა რუსული იარაღის საწყობი. გარდა ტექნიკისა რუსულ სამხედრო ძალებში არის მსხვერპლი.
- უკრაინული წყაროები კვლავ იტყობინებიან რომ უშუალოდ ქალაქ ხერსონში რუსული ცოცხალი ძალა და შეიარაღება შედის და ქალაქის დაცვისათვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს. შესაძლოა ზოგიერთი მიმართულებიდან რუსები უკან იხევენ, მაგრამ ურბანული ბრძოლისათვის ემზადებიანო. ამასთან, უკრაინული არტილერია ძალიან აქტიურად მუშაობს და ინტენსიურად ბომბავს რუსულ პოზიციებს უშუალოდ ქალაქის მისადგომებთან, ჩერნობაევკაში აეროპორტთან, მომარაგების არტერიებზე ხიდებთან და სანაპირო ზოლის გასწვრივ არსებულ თავდაცვის ზღუდეებზე, მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზეც კი.
- გაზსაცავები ევროპაში თითქმის სრულიად გაივსო, რის გამოც გაზის ფასი დავარდა. ტანკერებით გათხევადებული გაზის იმპორტი ევროპულ სახელმწიფოებში რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. ფასის კლების ტენდენცია იმდენადაა წარმოდგენილი, რომ თუკი ეს მიმართულება შენარჩუნდა ევროპა იმაზე ადვილად გადაიტანს ზამთარს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
- გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ერთ-ერთი მთავარი შედეგი რაც ამ შეხვედრას შეიძლება მოჰყვეს დამატებით ორი M270-ების და რამდენიმე სხვა თვითმავალი არტილერიის უკრაინისათვის გადაცემაა. ეს კი უკრაინელთა მდგომარეობას გააუმჯობესებს.
- უკრაინელთა მხრიდან ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების განეიტრალების მაჩვენებელი 85%-ია, რაც საკმაოდ მაღალია, თუმცა აბსოლუტურ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.
- მობილიზებული რუსული ნაწილების მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკულად მძიმეა. მათ უმრავლესობას არ აქვს საკვები, იარაღი და თბილი ტანისამოსიც კი. პირველივე მცირე შეტევის შემთხვევაში ათობით მობილიზებული სამხედრო კვდება ან ტყვედ ბარდება.
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати