USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 21 თებერვლის შეჯამება უკრაინაში
Date:  263
 
"კიევი მყარად დგას" - ასე დაიწყო ბაიდენმა თავისი მიმართვა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ათასობით ხალხის წინაშე გამოსვლისას. მან პუტინზე საუბრისას აღნიშნა, რომ ავტოკრატ ლიდერს ტყუილად ეგონა რომ ნავთობითა და გაზით დააშინებდა დემოკრატიულ მსოფლიოს, მაგრამ ძალიან შეცდა - მან მიიღო კიდევ უფრო მეტად შედუღაბებული დასავლეთი. ბაიდენი ღიად აცხადებს - თუკი პუტინი ფიქრობს რომ აშშ და დასავლეთი ბოლომდე არ დაეხმარება კიევს - ძალიან ცდება. რაც მთავარია, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა სასწორზე თავისუფლება და ავტოკრატიული რეჟიმების მხრიდან ტერიტორიების დაპყრობის სურვილი დევს. ამ უკანასკნელის ნორმალიზებას კი ცივილიზებული მსოფლიო ვერ დაუშვებს. პრეზიდენტმა დაამატა რომ რუსეთის ომი უკრაინაში გამარჯვებით ნამდვილად ვერ დასრულდება. საკმაოდ ძლიერი სიტყვა ჰქონდა პრეზიდენტ ბაიდენს. აშკარაა კრემლმა ვერ შეაფასა დასავლეთი და ნატო ადეკვატურად და სასურველი რეალობად წარმოაჩინა. ვლადიმერ პუტინის დღევანდელ გამოსვლასთან შედარებით, რომელსაც რუსეთის შიგნითაც კი დასცინეს სოციალურ ქსელებში (ასეთი რამ იშვიათად ხდება) ბაიდენის სიტყვა მძლავრი და დამაჯერებელია.
- დონეცკის რაიონში, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, ჩრდილოეთით, ავდიივკას მისადგომებთან ორი კვირის წინ დაწყებული რუსული შეტევა არათუ საბოლოოდ ჩავარდა, არამედ დღეს უკრაინელებიც კი გადავიდნენ კონტრშეტევაზე. განადგურებულია რუსული ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. ამ მიმართულებით უკრაინელები ერთი წლის შემდეგაც კი ფრონტის ხაზს იმავე ფორმით ინარჩუნებენ, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლამდე ჰქონდათ. როგორც ვუჰლედარში, ისე ავდიივკასთანაც რუსებმა საკუთარი ელიტური დანაყოფები და სეპარატისტები შეაწირეს.
- ლუგანსკის რაიონში კრემინასთან რუსული მასირებული შეტევა საბოლოოდ მცირე, მაგრამ მაინც უკუსვლაში გადაიზარდა. დიდი სისხლის ფასად დაკავებული დიბროვა კრემინას სიახლოვეს კვლავ აქტიურ საბრძოლო მოქმედების წერტილად იქცა. დასახლების ირგვლივ და ტყის სიახლოვეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
- "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს კიდევ უფრო ღიად უპირისპირდება და მისი დანაყოფების წინააღმდეგ საბოტაჟში სდებს ბრალს. ამასთან იგი აღიარებს დღიურად ასობით ადამიანის სიკვდილს "ვაგნერელთა" რიგებში. ბოლო დღეებში იმდენად დაიძაბა დაპირისპირება მათ შორის რომ ამ ამბიდან შედეგად ერთი მხარე აუცილებლად ჩაჩოჩდება გვერდზე, რაც ყველა ფორმით შეიძლება მოხდეს.
ამ ფონზე ბახმუტის ირგვლივ სამხედრო სიტუაცია უცვლელია.
- რუსებმა მშვიდობიანი ქალაქი ხერსონი დაბომბეს - დაიბომბა ავტობუსის გაჩერება, აფთიაქი და საცხოვრებელი კორპუსები.
- უკრაინაში იტალიის ნაციონალისტი პრემიერი ჯორჯა მელონი ჩავიდა. იგი მეტ-ნაკლებად კარგი მაგალითია თუ როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი ევროპელი ნაციონალისტი ლიდერი და არა ისეთი ფსევდო-პატრიოტი, თავს რომ წარმოაჩენენ ხოლმე, მაგრამ მეორე ხელით კრემლის სიყვარულს რომ ფიცულობენ.
- დასავლური და უკრაინული მედია რუსეთის გეგმაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც კრემლი 2030 წლისათვის რუსეთს ბელარუსის ანექსია დასრულებული უნდა ჰქონდეს. შესაძლოა ეს მანამდეც განხორციელდეს. ყველა კანონი რომელიც ბელარუსში იქნება მიღებული თანხვედრაში უნდა იყოს რუსულ კანონებთან (ძირითადად ასეც ხდება). სამხედრო ოფიცრები რუსეთთან შეთანხმებით დაინიშნებიან (ასეც ხდება). მასწავლებლები რუსული პროგრამით ასწავლიან (პროცესშია). ბელარუსული ენა გაქრება (პროცესშია). შემოვა საერთო ვალუტა (პროცესშია). და საბოლოოდ პროცესი ერთიანი პოლიტიკური მმართველობის შემოღებით დასრულდება.
სწორედ ამ ფონზე რუსულ სოციალურ ქსელებში საქართველოზეც სიხარულით საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველომაც დაიწყო რუსული კანონების მიღება და შეუდგა ქვეყნის იმგვარად მოწყობას, რაც რუსეთისათვისაა დამახასიათებელი. მოკლედ, ბოლო თვეებია საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ძალიან ცუდი მიმართულებით მიათრევს და ეს არც ქვეყნის შიგნით გამოჰპარვია ვინმეს და მით უფრო არც ქვეყნის გარეთ - როგორც მტრებს ისე მოკავშირეებს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
 
business
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way