USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 6 ივლისის შეჯამება უკრაინაში
дата:  
- რუსებმა ინტენსიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს ლვივზე (ლვოვი). უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ რაკეტების უმრავლესობის განეიტრალება შეძლო, მაგრამ ერთ-ერთი რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. არიან დახოცილები და დაჭრილები. ყველა მშვიდობიანი მოსახლეა.
- გრძელდება აფეთქებების სერია დონეცკის ოლქის ოკუპირებულ მაკიივკაში. პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი იარაღის საწყობი უკრაინულთა მიერ ცეცხლშია გახვეული.
- დაიბომბა რუსული სამხედრო ნაწილი ქალაქ დონეცკში. აშკარაა დონეცკსა და მის შემოგარენის შესახებ უკრაინულმა დაზვერვამ დეტალური ინფორმაცია მიიღო და ბოლო 72 საათია რამდენიმე წერტილზე მიმდინარეობს დარტყმების განხორციელება.
- უკრაინელებმა დაბომბეს რუსეთი, ბელგოროდის ოლქი. განადგურებული ნავთობბაზა და ენერგოინფრასტრუქტურა. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქტიურად მუშაობდნენ ქალაქი ბელგოროდის შემოგარენშიც. აშკარაა უკრაინელთა იერიშები მასირებული ხასიათისა იყო.
- ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგა ენერჰოდარის ატომურ ელექტროსადგურს ოკუპირებულ ზაპორიჟიას ოლქში. ბოლო რამდენიმე დღეა სადგურს დენი ხარვეზით მიეწოდებოდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, ბუდანოვის განცხადებით, ატომური სადგურის ტერიტორიის აფეთქების რისკები შედარებით შემცირდა, რადგან მსოფლიოს ყურადღება ამ მიმართულებით მოექცა.
- რუსული რუბლი ძალიან სწრაფად უფასურდება. განსაკუთრებული ტენდენცია ბოლო ერთ კვირაში ფიქსირდება. ჩნდება მოლოდინი, რომ იმპორტირებული პროდუქცია რუსეთში მალევე გაძვირდება. ნეგატიურმა მოლოდინმა კი შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати