USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 30 ივნისის შეჯამება უკრაინაში
дата:  822

- დღეს ბერდიანსკის აეროპორტის მიმართულებით ინტენსიური სარაკეტო დაბომბვა განხორციელდა. სავარაუდოა, რომ რუსულ არმიას იქ შვეულმფრენები ჰყავდა განთავსებული, რომლითაც ზაპორიჟიას მიმართულებით ახორციელებდა ფრენებს. იტყობინებიან, რომ 10-ზე მეტი აფეთქება განხორციელდა ამ მიმართულებით. გამოყენებული იყო Storm Shadow ტიპის რაკეტები. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს კასეტური თავი არ აქვს და აფეთქების მასშტაბი საკმაოდ წერტილოვანია, მაინც, უკრაინელთა მხრიდან ასეთი ინტენსიური სარაკეტო დაბომბვა იმაზე მიუთითებს, რომ სამიზნედ არაერთი ობიექტი იყო, რომელთა ნაწილი მაინც განადგურებული. ამასთან, როგორც ჩანს რუსებმა გაშვებული მრავალი ფრთოსანი რაკეტიდან ერთ-ერთის ჩამოგდება შეძლეს.

Storm Shadow-მ კიდევ უფრო მეტად შეცვალა არსებული წესრიგი: თუკი რუსებმა მელიტოპოლის აეროპორტის სარგებლობა ბერდიანსკის აეროპორტით ჩაანაცვლეს, იმის იმედად, რომ ის უკრაინელთა სამიზნე აღარ აღმოჩნდებოდა, ახლა რუსებს სხვა ადგილის მოძებნა მოუწევთ, კიდევ უფრო ღრმად, ყირიმის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ივნისის განმავლობაში განხორციელებული იერიშები იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელთა მხრიდან ეს მხოლოდ დასაწყისია.

 - რუსებმა რამდენჯერმე სცადეს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ანტონოვის ხიდის მიმართულებით დაჩების მონაკვეთის დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. შემტევ რუსულ ნაწილებში მსხვერპლი დიდია. მათ უკან დახევა მოუწიათ მდინარე კონკასაკენ, რომელშიც წყლის დონე თანდათან დაბლა იწევს (ის დნეპრისაგან იკვებება და შემდგომ დნეპრსვე უერთდება). ამასთან, რუსებმა ანტონოვის ხიდის საწყის წერტილს "ისკანდერის" ტიპის რაკეტები ესროლეს. სავარაუდოდ, მხოლოდ ორი. იწერება რომ ეს შეიძლება სხვა ტიპის რაკეტაც ყოფილიყო. მათი დარტყმის მიზანი, არამხოლოდ უკრაინელთა პოზიციების განადგურება, არამედ ხიდის ჩაქცევა იყო, რათა უკრაინელებს ვეღარ მოეხდინათ ხიდის კონსტრუქციის საფარად გამოყენება. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსებმა ვერ შეძლეს პოზიციების აღდგენა და ახლა ცდილობენ ქალაქი ოლეშკის მიმართულებით, მდინარე კონკას სიახლოვეს პოზიციური ბრძოლების გამართვას.

საინტერესოა უკრაინელები, რომლებიც მდინარის ინტენსიურ გადალახვას აწარმოებენ ამ პლაცდარმის სწრაფ გაფართოებას შეეცდებიან, თუ ამ ეტაპზე მხოლოდ პოზიციის შენარჩუნებაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

 - უკრაინელი ოფიციალური პირები განსაკუთრებით ბოლო ორი კვირაა პერმანენტულად აპელირებენ ზაპორიჟიას (ენერჰოდარის) ატომური ელექტროსადგურის (მისი რომელიმე ნაწილის) შესაძლო აფეთქების შესახებ. რუსებს ელექტროსადგურის ნაწილი შემოდგომიდან აქვთ დანაღმული და მისი მიმართულებით სროლის ინციდენტებიც იყო, მაგრამ ახლა საფრთხე აშკარად მომატებულია. უკრაინელები ამ თემაზე ღიად საუბრით ერთის მხრივ რუსების პოტენციური ქმედების პრევენციას ცდილობენ, ხოლო მეორეს მხრივ დასავლეთის მობილიზაციას უწყობენ ხელს.

 დღეისათვის, უკრაინელთა ცნობით ირკვევა, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია როსატომის წევრებმა უკვე დატოვეს და რომ იმავეს ურჩევენ ისინი რუსეთთან თანამშრომლობაზე დათანხმებულ უკრაინელ მეცნიერებსაც. ეს შესაძლოა იმ მიზეზითაც ხდებოდეს, რომ უკრაინელების მხრიდან დნეპრის გადალახვა და ენერჰოდარის გათავისუფლება ან სადგურამდე სახმელეთო გზით მიღწევა სულაც არ წარმოადგენს წარმოუდგენელ სცენარს. მაგრამ არსებობს უფრო საშიში ვერსიაც, რომლის მიხედვითაც რუსებმა შეიძლება გარკვეული ინციდენტი მოაწყონ სადგურის მიმართულებით. უბრალოდ ეს ისეთი რამაა, რაც მსოფლიოს უქმნის საფრთხეს.

 იმის დაშვებით, რომ ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით ნებისმიერი ინციდენტის განხორციელების შემთხვევაში რუსეთის შეკავება მთელი მსოფლიოსათვის იქნება არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური მოვალეობა, დიდი ალბათობით კრემლი ვერ გაბედავს ასეთ ქმედებაზე წასვლას, მაგრამ ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს. რუსების მხრიდან ნებისმიერმა დაუდევარმა ნაბიჯმაც კი შეიძლება ცუდი სცენარით წაიყვანოს პროცესები.

 ამას ემატება ისიც, რომ პუტინი მშიშარა და პარანოიდია. ის კოვიდს ბუნკერში ემალებოდა თვეების განმავლობაში. შეიძლება მას მკვლელის ინსტინქტები აქვს, მაგრამ სავარაუდოა, რომ რაციონალურობა შერჩენილი აქვს და თვითმკვლელად გადაქცევას არ აპირებს თავისი წრის ჩათვლით.

 - დღეს რუსეთში პრიგოჟინთან და "ვაგნერთან" ასოცირებული საინფორმაციო ტროლების ფაბრიკის ნაწილი დაიხურა. როგორც ჩანს, მოსკოვში "ვაგნერული" პროპაგანდის თავად კრემლშიც შეეშინდათ.

ამასთან, BBC-ის ჰქონდა საინტერესო ანალიზი. ბელარუსში, სამხრეთით ძველი სამხედრო ბაზის ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს - ახალი ნაგებობები ეწყობა და გარემო სუფთავდება. BBC არ გამორიცხავს, რომ ეს სწორედ "ვაგნერის" განთავსების ზონად იქცეს. ამასთან, პრიგოჟინთან დაკავშირებული თვითმფრინავი მინსკიდან პეტერბურგისა და მოსკოვის მიმართულებით იქნა გადაადგილებული.

არაა ცნობილი, თუ რამდენი "ვაგნერელი" შეიძლება განთავსდეს ბელარუსში, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ეს ლუკაშენკასათვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთგვარ მცდელობადაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული. მას სჭირდება ადამიანები, რომლებიც ბრმად ესვრიან ბელარუს მოსახლეობასა თუ პარტიზანებს. ამას კი "ვაგნერელებზე" თამამად ცოტა ვინმე თუ გააკეთებს.

თუმცა "ვაგნერის" განთავსება უსაფრთხოების გამოწვევებს ზრდის პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიისათვისაც, რომელთაც სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება დამატებით დაიწყეს. განსაკუთრებით კი ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 ყველაზე მცირეა იმის ალბათობა, რომ "ვაგნერი" კიევის ან დასავლეთ უკრაინის მიმართულებით იქნას გამოყენებული. ეს მათ სუიციდურ მისიაში გაშვებას მოასწავებს, საიდანაც დაბრუნება ძალიან ცოტას თუ შეეძლება. ზოგადად, გამორიცხული არაფერია, მით უფრო "ვაგნერის" განადგურების ამაზე სწრაფი გზა არ იარსებებს, მაგრამ უკრაინელებისათვის უსაფრთხოების ნებისმიერი გამოწვევა მნიშვნელოვანია. ამიტომაცაა რომ უკრაინელები გულხელდაკრეფილები არ სხედან და ბელარუსთან საზღვრის კიდევ უფრო მეტ კონტროლს ახორციელებენ.

 - მოლდოვას დედაქალაქში, აეროპორტში წარმოშობით ტაჯიკმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. არაა გამორიცხული აღნიშნული ინციდენტი რუსეთის მიერ იყოს ინიცირებული. მოკვლევა მიმდინარეობს.

 მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати