USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 29 ივნისის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  1110
- ბახმუტის ირგვლივ შეტაკებები გრძელდება. ჩრდილოეთიდან უკრაინელთა დაწოლა ქალაქზე იმდენად გაზრდილია რომ უშუალოდ ბახმუტში რუსულ პოზიციებზე დარტყმები მოკლე მანძილიდანაც კი ხერხდება. შეტაკებებია მნიშვნელოვან დასახლება იაჰიდნეს სიახლოვესაც, რომელიც ბახმუტს ზედ ეკვრის ჩრდილოეთიდან.
ქალაქის სამხრეთით კი კლიშჩიივკაზე უკრაინელთა შტურმი გრძელდება. დასახლებაში რუსი სამხედროების მდგომარეობა მძიმეა. როგორც ჩანს რუსები ყველაფრის ფასად ცდილობენ დასახლების გადარჩენას.
კიდევ უფრო სამხრეთით, კურდიუმივკას მისადგომებთან კი ორმხრივი შეტაკებები მიმდინარეობს. ეს კი მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ ლოჯისტიკური ხაზი გადის დასახლებაზე, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინელებს ბახმუტის ირგვლივ თითქმის ყველა კრიტიკული მიმართულება აქვთ გააქტიურებული და რუსებს ყველა ამ წერტილებში უწევთ დამატებითი ძალების გადასროლა.
- რუსებმა სამხრეთით დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქის მომიჯნავედ, რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულ რივნოპილის ხელახალი ოკუპაცია სცადეს თუმცა დიდი დანაკარგები მიიღეს და უკან დაიხიეს. უკრაინელები კი კიდევ უფრო სამხრეთით, სოფელ პრიუტნეს გათავისუფლებას ცდილობენ უკვე.
- ხერსონის ოლქში, ნოვა კახოვკას სიახლოვეს უკრაინელებმა რუსული სამხედრო კოლონა დაბომბეს. უკრაინელთათვის, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპიროზე მყოფი რუსული ტექნიკა და ცოცხალი ძალა დიდი ხანია აღარაა მიუწვდომელი რამ, მაგრამ ბოლო დღეებია განსაკუთრებულ აქტიურობას ვხედავთ. ეს კი არამხოლოდ კახოვკას მიმართულებით, არამედ ანტონოვის ხიდის მონაკვეთზეც შეინიშნება, სადაც უკრაინელებს, როგორც ჩანს, რუსების იერიშების მიუხედავად მყარად აქვთ პლაცდარმი შექმნილი ახალგათავისუფლებულ ტერიტორიაზე.
- დონეცკში რუსული სამეთაურო პუნქტი დაიბომბა. ასეთი იერიშები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან გააქტიურებულია.
- კვლავ გაურკვეველია მდგომარეობა ზაპორიჟიას ოლქში, ორიხივი-ტოკმაკის მონაკვეთზე. უკრაინელები ყოველდღიურად ცდილობენ რამდენიმე ასეული მეტრის წარმატებით გათავისუფლებას და სიმაღლეების დაკავებას (რობოტინეს მიმართულებით), მაგრამ რეალური სურათი როგორია ამის შესახებ ინფორმაციას არც უკრაინელები ავრცელებენ და არც რუსები. აშკარაა მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს.
 
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის