- უკრაინელებმა სოფელი ანტონივკას გადაღმა პლაცდარმი შექმნეს და დაჩების ტერიტორია დაიკავეს. როგორც ჩანს ოპერაცია 24 ივნისს დაიწყო და ახლა უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს, რადგან სროლები ისმის საკვანძო დასახლება ოლეშკის მიმართულებით. პლაცდარმში დიდი რაოდენობით უკრაინელები ჯერ ვერ იქნებიან, რადგან მდინარის ფორსირება დიდი ძალებით აშკარაა არ მომხდარა, მაგრამ ყოველი საათის შემდეგ შეიძლება უკრაინელთა იერიშებმა დამატებითი ძალები შეიძინონ. ვნახოთ რა იქნება უკრაინელთა მიზანი - საქმე გვაქვს ყურადღების მისაქცევ ცრუ მანევრთან, ლოკალური ძალების მიერ შეტევით ოპერაციასთან თუ მასშტაბური დესანტის წინაპირობებთან.
- ბახმუტის ირგვლივ შეტაკება ძალიან ინტენსიურ ხასიათს ატარებს. პრაქტიკულად, თითოეულ ათეულ მეტრზე მასშტაბური შეტაკება მიმდინარებს. ინიციატივა უკრაინელთა ხელშია. თუკი უკრაინელებმა კლიშჩიივკას გათავისუფლება მოახერხეს, ბახმუტის სამხრეთით რუსული პოზიციები კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდება.
- დაიბომბა ყირიმი. უკრაინელებმა იარაღის საწყობს დაარტყეს.
- ზაპორიჟიას მიმართულებით, ორიხივი-ტოკმაკის მონაკვეთზე კრიტიკული ვითარებაა. უკრაინელებმა წინ წაწევა შეძლეს, მაგრამ არის დანაკარგები, ძირითადად ტექნიკაში. ზოგადად, რუსული თავდაცვის ზღუდის გარღვევა ამ მიმართულებით გაჭირდა. პროგრესი ნელია, მაგრამ მთავარია რომ არის. გარდა მძიმე ტექნიკით შეიარაღებული ძალებისა, შესაძლოა მსუბუქი, მობილური ნაწილების შეყვანა გახდეს საჭირო, რათა სწრაფი მანევრები განხორციელდეს. თუმცა გავიმეოროთ, რომ ამ მიმართულებით უკრაინელთა მხოლოდ მცირე ძალები არიან ჩაბმული შეტევაში.
- ზაპორიჟია-დონეცკის ოლქების საზღვარზე მდებარე, უკრაინელთა მიერ ახლადგათავისუფლებული რივნოპილი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი იყო. ის რუსების მიერ მოიაზრებოდა სამხრეთიდან ჩრდილოეთით მიმართული დარტყმის წერტილად. ახლა ველიკა ნოვოსილკას მთელს პერიმეტრზე, უკრაინელების კონტროლი აბსოლუტურია.