USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 19 ივნისის შეჯამება უკრაინაში
Date:  428
- უკრაინელების მიერ ზაპორიჟიას ოლქში, ვასილივკას რაიონში გათავისუფლებული პიატიხატკი ქალაქი ვასილივკადან მხოლოდ 15 კილომეტრში მდებარეობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინელებმა არამხოლოდ დასახლება, არამედ მისი შემოგარენი ბორცვებიც გაათავისუფლეს, რაც ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო სამხრეთით მოუწევს გადანაცვლება. ამასთან, უკრაინელები მომიჯნავე დასახლებებთანაც გამოჩნდნენ.
 
- ზაპორიჟიაში, პოლოჰის რაიონში, ორიხივი-ტოკმაკის გზაზე რობოტინესთან უწყვეტად გრძელდება ინტენსიური შეტაკება. როგორც ჩანს რუსები ძალიან დიდ რესურსს ხარჯავენ უკრაინული შეტევის შესაკავებლად. თავის მხრივ უკრაინელებიც სწორედ ამ მიმართულებით აწვებიან. რობოტინეს მიდამოები რუსებს კარგად აქვთ გამაგრებული. მისი აღების შემთხვევაში ერთ-ერთი კარგად ფორტიფიცირებული მონაკვეთი გადალახული იქნება.
 
- დაიბომბა რუსეთის ბელგოროდის ოლქი. რუსები აცხადებენ უკრაინელები "გრადებით" ბომბავენ ჩვენს საზღვრისპირა რიონებსო.
- უკრაინელებმა დაბომბეს ქალაქი დონეცკის გარეუბანი. სამიზნე, სავარაუდოდ, სამხედრო საინჟინრო პუნქტი გახლდათ, თუმცა იწერებიან შეიძლება სამეთაურო ცენტრიც ყოფილიყოო.
 
- ქალაქი დონეცკის სამხრეთით, მარიინკაზე რუსების უმძიმესი დაწოლა გრძელდება. ამჯერად გარდა ნასახლარისა ქალაქის სამხრეთითაც ცდილობენ კარგად დაცული უკრაინული პოზიციების შტურმს. რეალურად, სიტუაცია კრიტიკულია. როგორც ჩანს რუსები ათასობით სამხედროს შეწირვას გეგმავენ ნაქალაქარის სრულად ასაღებად. რთული სათქმელია რამდენად გამოუვათ ეს, მაგრამ აშკარაა დიდი ფსონი იდება ამ დასახლების დაკავებაზე.
 
- რუსებს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა ჰყავთ მობილიზებული ლუგანსკის ოლქში, კრემინას მიმართულებით. ტყეში შეტაკებების ინტენსივობამ კრიტიკულად იმატა. აშკარაა შეტევაზე გადასვლას ცდილობენ ისინი. რამდენიმე დღის წინ ტექნიკის დიდი მობილიზება მათ ძალიან ძვირად დაუჯდათ. ვნახოთ ამ იერიშის შემდეგ როგორი სურათი დადგება. რეალურად კი, ცხადი ხდება რუსები უკრაინელთა სამხრეთული იერიშების ფონზე ინიციატივის დაბრუნებას ცდილობენ ლუგანსკის ოლქში. მაღალი ალბათობით უკრაინელთათვის ეს პროცესები მოულოდნელი არ იქნება. აი ამ მიმართულებით თუკი რუსებმა სრულად გახარჯეს შემტევი რესურსები ეს უკრაინელებს დიდ გზას გაუხსნის.
 
- მდინარე დნეპრზე, ენერჰოდარის ატომური ელექტროსადგურის გასწვრივ მდინარე ერთ დიდ მასად აღარ მოედინება. ხმელეთმა რამდენიმე ძირითადი დინება და სხვა დიდი ტბები შექმნა. პრაქტიკულად, კაშხლის აუზის დაცლის შემდეგ ამ მონაკვეთზე მდინარე იმაზე ბევრად ადვილად იქნება გადალახვადი, ვიდრე სხვა ნებისმიერ დროს.
 
- ყირიმში, სიმფეროპოლში ზაპორიჟიელი კოლაბორანტი მანქანაში ააფეთქეს. ბევრი კოლაბორანტი გარბის ზაპორიჟიადან სამხრეთში, ყირიმის მიმართულებით.
 
- ყირიმში აქტიური წვიმების შემდეგ წყალდიდობაა. დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა რუსეთის მთელი კონცენტრაცია ომზეა მიმართული.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way