USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 19 ივნისის შეჯამება უკრაინაში
дата:  386
ყირიმიდან გამოსასვლელი ყელის სიახლოვეს, ხერსონის ოლქში, მელიტოპოლისაკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზთან მდებარე დასახლება რიკოვესთან იარაღის საწყობი დაიბომბა, რასაც აფეთქებების სერია მოჰყვა. სავარაუდოდ გამოყენებული იყო Storm Shadow. გარდა რიკოვეზე ფრთოსანი რაკეტებით იერიშისა ინტენსიურად იბომბება ყირიმის სიახლოვეს სტრატეგიული პუნქტები - როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით, მათ შორის ოკუპირებული სკადოვსკის სიახლოვეც. რუსული იარაღის საწყობები და სიღრმეში მდებარე პუნქტები უკრაინულ ფრთოსან რაკეტებს რთულად თუ დაემალება სადმე.
- რუსული წყაროები იტყობინებიან რომ უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპირებული ხერსონის ოლქის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე სამეთაურო პუნქტზე დასახლება ლაზურნეში.
- არამხოლოდ რუსული, ახლა უკვე Vishegrad 24-იც აცხადებს რომ ზაპორიჟიას ოლქში, ვალისივკას რაიონში მდებარე დასახლება პიატიხატკი უკრაინელებმა გაათავისუფლებს. ქალაქში შესვლა უკრაინელმა სამხედროებმა გუშინ შეძლეს, მაგრამ მისი გათავისუფლების შესახებ ცნობები ბუნდოვანი ან რუსულ წყაროებზე დაყრდნობილი იყო. პიატიხატკი ვასილივკასაკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდი დასახლებაა.
- ზაპორიჟიაში, ტოკმაკზე სარაკეტო და საარტილერიო იერიშები უწყვეტად მიმდინარეობს. კონტრშეტევის დაწყებიდან არ ყოფილა არცერთი დღე უკრაინელებს არ მიეტანათ იერიში ოკუპირებული ცენტრის მიმართულებით. დაბომბვა ღამის საათებში განსაკუთრებით ინტენსიურია.
- მძიმე და ინტენსიურია საბრძოლო მოქმედებები ორეხივი-ტოკმაკის გზაზე. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია საკმაოდ ბევრი მოდის, მაგრამ ამ პერიმეტრის სიახლოვეს უკრაინელებმა რუსული მოიერიშე შვეულმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს.
- აღმოსავლეთით, ქალაქი დონეცკის სიახლოვეს, ავდიივკას ჩრდილოეთით უკრაინელთა მხრიდან დაიწყო კრიტიკულად მნიშვნელოვან დასახლებებზე ვესელესა და კამიანკაზე იერიში. დასახლებები ავდიივკას ფლანგს წარმოადგენს და მისი რუსების მიერ აღების შემდეგ უკრაინელებს ავდიივკაში გაუჭირდათ.
- რუსეთში, ბრიანსკის ოლქში სამხედრო ჰოსპიტალი დაიწვა.
- რუსეთში დაჩქარებულად, თუმცა ფარულად მიმდინარეობს თითქმის სრულმასშტაბიანი მობილიზაცია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ცდილობს არიდებას. როგორც ჩანს რუსეთშიც ჩნდება ეჭვი რომ სწორედ ხორცსაკეპში გასაგზავნად სურთ ათიათასობით ადამიანი. ეს კი ასე ადვილად ვერ განხორციელდება, რადგან რაც მობილიზებულები ფრონტის ხაზზე გამოჩნდნენ ოფიცრების მიერ მათი მიტოვების მაჩვენებელმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო. მობილიზებულებს რამდენიმე დღიანი ცოდნის გარდა არანაირი გამოცდილება არ აქვთ. რეალურად, სასიკვდილო განაჩენზე მიდიან.
ზოგადი ინფორმაცია:
უკრაინელების მხრიდან ინფორმაციის კატასტროფული დეფიციტია. რეალურად რა სიტუაციაა ფრონტის ხაზზე, რა ინტენსივობითაა დაწოლა და რა მასშტაბზე გვაქვს საუბარი სრულიად უცნობია.
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати