USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 16 ივნისის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  548

- დინამიურად იცვლება სიტუაცია ბახმუტის შემოგარენში. სამხრეთით უკრაინელები ერთდროულად წმენდენ სანგრებსა და ნაღმებს კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას მიმართულებით. მეტიც, არსებობს მოლოდინი რომ უკრაინელთა იერიში უშუალოდ კურდიუმივკაზე ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. მსხვერპლი რუსულ არმიაში ძალიან დიდია. პრაქტიკულად ყველა ლოკალურ შეტაკებაში უკრაინულმა არმიამ დაჯაბნა რუსული პოზიციები.

ბახმუტის ჩრდილოეთითაც გრძელდება უკრაინელთა აქტიურობა. სიტუაცია დამაიმედებელია. ბერხივკაში და მის ირგვლივ რიგი რუსული საყრდენი პუნქტები აღებულია. რეალურად, გზა სლავიანსკისაკენ რთულადღა კონტროლდება რუსების მიერ.

- სამხრეთით, ზაპორიჟიას ხაზზე უკრაინელები მდინარე დნეპრის სანაპიროზე მდებარე უმნიშვნელოვანესი დასახლება ვასილივკასაკენ მიიწევენ. ლობკოვეს დაკავების შემდეგ გზა სწორედ ვასილივკასაკენ მიემართება, მაგრამ გზად რუსებს მყარად აქვთ ფორტიფიცირებული პოზიციები. როგორც ჩანს მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ამ მონაკვეთზე, რადგან ერთი და იგივე მონაკვეთი რამდენჯერმე იქცა ნაცრისფერ (უკონტროლო) ზონად.

ბრძოლა გრძელდება ველიკა ნოვოსილკას სამხრეთითაც, დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქების საზღვარზე. აქ უკრაინელები რუსებს უროჟაინეს სიახლოვეს უტევენ. თუმცა მთავარი გზის განაპირა მონაკვეთებზე მცირე მასშტაბის იერიშიც მიმდინარეობს. საბოლოოდ სამხრეთში ძალიან ბევრი წერტილია რომელიც პერიოდულად აქტიურდება და შემდეგ იკლებს ხოლმე. ამით რუსებს ყველა მათგანზე უწევთ ფოკუსის შენარჩუნება.

- რუსები ავრცელებდნენ ინფორმაციას რომ თითქოს უკრაინელებმა კახოვკაში დესანტირება სცადეს. ცხადია ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს უბრალოდ კიდევ ერთი არარსებული ბრძოლის შესახებ იტყობინებოდნენ. რეალურად, რაც კახოვკას მიმართულებით ხდება პერიოდული დრონების დარტყმები და სპეციალური დანაყოფების გადასვლაა. ისიც კაშხლის აფეთქების შემდეგ საეჭვოა ასეთი ოპერაცია განეხორციელებინათ. ზოგადად, პანიკა შეინიშნება რუსულ რიგებში.

- დღეს კიევის მიმართულებით 6 ფრთოსანი და 6 ბალისტიკური რაკეტა იქნა გაშვებული და უკრაინელთა მხრიდან განეიტრალებული. ჰაერი კიევის თავზე ძალიან კარგადაა დაცული.

- წუხელ დაიბომბა რუსეთის კურსკის ოლქი. იერიშები რამდენიმე წერტილზე ერთდროულად განხორციელდა. ახლა მაქსიმალურად ინადირებენ უკრაინელები რუსების ლოჯისტიკურ ხაზებზე, იარაღის საწყობებზე, ქარხნებზე და სხვა. რაც უფრო გაჭირდება ფრონტის ხაზზე რუსების მომარაგება მით უფრო დამძიმდება სიტუაცია მათთვის.

- აშშ-ში დარეგისტრირდა ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 300 მილიარდის გაყინული რუსული რეზერვები პირდაპირ უკრაინას გადაეცეს. ჯერჯერობით ის მხოლოდ კანონპროექტია, მაგრამ მისი გასვლის შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და პრაქტიკულად ომს კიდევ უფრო სხვა დინამიკაში გადაიყვანს - რუსული ფული გაიგზავნება უკრაინაში აშშ-ს მიერ. გაყინვა ერთია ხოლმე, მაგრამ სხვა ქვეყნისათვის გადაცემის პრეცედენტი სულ სხვა რამაა.

- ამასობაში პეტერბურგში მოეწერა შეთანხმებას ხელი, რომლის მიხედვითაც სოხუმის აეროპორტის გარემონტება და ამუშავება უნდა განახორციელოს რუსეთმა. გარდა იმისა, რომ ეს შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით შემოლაწუნება უნდა იყოს ხელისუფლებისათვის, რომელიც ფლირტის მდგომარეობაში იმყოფება მოსკოვთან, ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოხუმის აეროპორტის გამოყენება რუსეთს მრავალფუნქციურად შეეძლება მათ შორის როგორც სამხედრო მიზნებითაც კი და პირველ რიგში დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგ.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის