USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 15 ივნისის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  330

- უკრაინული შეტევა გრძელდება სამხრეთით. ამჯერად ვუჰლედარის სიახლოვეს უკრაინელებმა რუსული პოზიციების მიმართულებით დაახლოებით ერთი კილომეტრით წაიწიეს წინ. ამ მონაკვეთზე რუსებმა ვუჰლედარი-პავლივკას შტურმისას დეკემბერ-თებერვალში 6000-მდე სამხედრო დაკარგეს და ვუჰლედარის აღება ვერც შეძლეს. ახლა კი უკრაინელები სწორედ ვუჰლედარის შემოგარენთან ახორციელებენ იერიშს. საინტერესოა რომ ვუჰელდარის სიახლოვეს უკრაინული შეტევა არცთუ ისე შორსაა - 25-30 კმ - ველიკა ნოვოსილკას მიმართულებასთან, სადაც უკრაინელებმა ბოლო ერთ კვირაში მინიმუმ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. ვუჰლედარი ერთგვარი საკვანძო წერტილია დონეცკის ოლქში, რომელიც როგორც მარიინკადან ისე ვოლნოვახადან დაახლოებით 25-25 კილომეტრითაა დაშორებული. პირველი ქალაქი ზედ ქალაქ დონეცკს ემიჯნება, მეორე კი მარიუპოლისაკენ სამხრეთიდან მიმავალ გზაზე ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი და სარკინიგზო კვანძია.

- აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინელებმა ვოლნოვახაც დაბომბეს. ბოლო კვირების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის აღნიშნულ ნასახლარში (დაუზიანებელი შენობები ძალიან ცოტაღაა დარჩენილი) უკრაინელების იერიშისა, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვოლნოვახაში რუსული მნიშვნელოვანი სამხედრო ძალაა განთავსებული.

- იბომბება ქალაქი დონეცკის სამხედრო სამიზნეები. ამჯერად სავარაუდოდ მძიმე ტექნიკის შესაკეთებლად გადაკეთებული ქარხანა იქნა დაბომბილი.

- რაც შეეხება ველიკა ნოვოსილკას მიმართულებას, რომელშიც უკრაინელები წინა დღეებში ძალიან აქტიურობდნენ: ამჯერად უკრაინელებსა და რუსებს შორის საარტილერიო დუელი მიმდინარეობს სტარომლინივკას სიახლოვეს, მაგრამ უკრაინელები აშკარად ჯაბნიან მათ. მეტიც, უკრაინელები იყენებენ AT2 ნაღმებს, რომელთა გამოყენებაც დისტანციური დანაღმვისათვისაა ეფექტური. საარტილერიო დანადგარი ისვრის ნაღმს, ტექნიკა გადაივლის მასზე და ფეთქდება ის. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინელები რუსების მხრიდან ნებისმიერი კონტრშეტევის პრევენციაზე აკეთებენ აქცენტს.

- კვლავ გააქტიურდა ველიკა ნოვოსიკლას დასავლეთით კიდევ ერთი წერტილი - ორეხივი-ტოკმაკის მიმართულება. შეტაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს სწორედ ის მონაკვეთია, სადაც რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა რამდენიმე "ბრედლი" დაკარგეს. თუ რა მდგომარეობაა ზუსტად ალბათ რამდენიმე საათში ან დღეში უკეთ გამოჩნდება.

- მიმდინარეობს რუსულ ტექნიკაზე აქტიური ნადირობა ბახმუტსა და მის შემოგარენში. უკრაინული დრონები ახდენენ ზუსტ კოორდინირებას და უკრაინული არტილერია ზედმიწევნით ზუსტად ანადგურებს რუსულ საარტილერიო თუ სამეთაურო პოზიციებს. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, არამხოლოდ ნელი წინსვლით ცდილობენ უკრაინელები რუსების პოზიციების მოგუდვას, არამედ ცდილობენ პერმანენტული დარტყმებით შეუძლებელი გახდეს ქალაქისა და მისი შემოგარენის შენარჩუნება. ამასთან, რუსებმა იმდენად გაანადგურეს ქალაქი, რომ იქ შეუმჩნევლად შტაბის მოწყობა ძალიან გაჭირდება.

- სიტუაცია რუსეთის ბელგოროდის ოლქში კრიტიკულია. გარდა იმისა რომ საარტილერიო დარტყმები მთელი ოლქის ტერიტორიაზე გრძელდება, ძალიან სწრაფად იზრდება მაროდიორობაც. ბოლო სამი კვირაა მაროდიორობამ ჩვეული ხასიათი მიიღო. იძარცვება მაღაზიები, საწყობები, ტექნიკაც კი. ძალიან დიდი სხვაობა არც კურსკის ოლქშია, მაგრამ იქ რუსები უფრო ფლობენ სიტუაციას, ვიდრე ბელგოროდის ოლქის დიდ ნაწილში.

- შვეიცარიამ ძალიან საინტერესო პროცესებშია ჩართული. წლების განმავლობაში მისი ნეიტრალიტეტი იმდენად ხელშეუვალი იყო, რომ ნებისმიერ სახელმწიფოსთან სამხედრო თანამშრომლობას კატეგორიულად ერიდებოდა ოფიციალური ბერნი. მეტიც, მისი სასაზღვრო პუნქტები და გადასასვლელები ყველა მეზობელთან გახლდათ დანაღმული. ხოლო ბუნკერები თითქმის ყველა სახლის ქვეშაა მოწყობილი. მაგრამ ახლა ეს დინამიკაც იცვლება - არა, შვეიცარია სამხედრო მომზადებას კი არ ასუსტებს (მას ერთ-ერთი საუკეთესო აქვს მთელს მსოფლიოში - სხვანაირად ნეიტრალიტეტის დაცვას ვერ შეძლებდა, რადგან როდესაც ნეიტრალური ხარ არც ოფიციალური მტრები არ გყავს, მაგრამ არც ოფიციალური მეგობრები - სულ მარტო ხარ), არამედ აპირებს შეცვალოს კანონი და დაუშვას შესყიდული შეიარაღების უკან გამოსყიდვის უფლება. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი შვეიცარიას აქვს გერმანიისაგან ნაყიდი შეიარაღება მისი შვეიცარიისაგან გამოსყიდვის უფლება ექნება ბერლინს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიტარიზებული შვეიცარიისაგან ბევრი იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა იქნება, რომელიც შეიძლება უკრაინაში მოხვდეს. ზელენსკიმ მიმართა კიდეც შვეიცარიის პარლამენტს და მთავრობას და მოუწოდოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიღმა შესყიდული იარაღის ხელახალი ექსპორტი დაუშვას.

- ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რომ უკრაინა ვილნიუსის ან მის შემდგომ სამიტებზე მიიწვიონ ნატოში. ეს ძალიან სერიოზული განცხადება და სიგნალია რუსეთის, უკრაინისა და საქართველოსათვის. რეალურად ეს ნიშნავს, რომ უკრაინას დასავლეთში როგორც თითქმის სამომავლოდ განუყოფელ წევრს ისე უყურებენ.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

მსოფლიო
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.