USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 12 ივნისის შეჯამება უკრაინაში
Date:  582

- უკრაინელებმა შეძლეს და გუშინ გათავისუფლებული ტერიტორიები სამხრეთში, ველიკა ნოვოსილკას მონაკვეთში არათუ შეინარჩუნეს, არამედ რუსული კონტრშეტევაც მოიგერიეს, რის შემდეგაც მოპოვებულ იქნა სამხედრო ტექნიკა, როგორც ალაფი და ტყვედ იქნა აყვანილი ათეულობით რუსი.

უკუქცეულ რუს სამხედროებსა და მობილიზებულებს თავად რუსები უხსნიან ცეცხლს. მოტივაცია მობილიზებულებს ნამდვილად არ აქვთ დიდი.

შეტევისას უკრაინელებმა როსგვარდიის დანაყოფების განადგურებაც შეძლეს. რუსები სამხრეთში ყველა სახის დანაყოფის გადასროლას ცდილობენ, როგორც ელიტის (მათ შორის მედესანტეების) ისე სრულიად გამოუცდელი ძალებისაც.

ამასთან, ხერსონის დატბორილი რაიონებიდან რუსული მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლა ზაპორიჟიას მიმართულებით მიმდინარეობს. კახოვკას კაშხლის აფეთქების აზრიც როგორც ჩანს ეს იყო - გამოთავისუფლებული ნაწილები გადაისროლეს იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ.

- დღეს უკრაინელებმა შეძლეს და დაასრულეს ნოვოდარივკასა და ლავადნეს გათავისუფლება ველიკა ნოვოსილკას დასავლეთით. ხოლო მის სამხრეთით, უკრაინული არმიის ავანგარდმა (შეტევის მოწინავე ნაწილებმა) სტარომლინივკამდე მიაღწია. ამის შემდეგ იწყება რუსეთის თავდაცვის უმთავრესი ზღუდე. თუკი სტარომლინივკა გათავისუფლდება პირველი ხაზის გარღვევის დაწყება ამ მიმართულებიდან შესაძლებელი გახდება. საინტერესოა, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომლის მიხედვითაც რუსებს სწორედ პირველი ხაზი აქვთ უმთავრესად დაცული და მისი გარღვევის შემთხვევაში შესაძლოა მომდევნო ხაზები იმდენად მძლავრი აღარ იყოს. ამასთან, უკრაინელთა მიერ თავდაცვის ხაზამდე უკან მოტოვებული რამდენიმე სოფლის გათავისუფლება ახლაც გრძელდება. მათ შორისაა რივნოპილიც, რომლის მომარაგებასაც რუსეთი მალე ვეღარ შეძლებს და ევაკუაცია მოუწევს ან ალყაში მოექცევიან.

- მას შემდეგ რაც სამხრეთში ამინდი გაფუჭდა, შეტევის ტემპი მცირედით დაეცა, რაც გუშინვე იყო მოსალოდნელი, მაგრამ უჭირს რუსულ ავიაციასაც მოქმედება. ამ ფონზე დღეს უკრაინელებმა მოიერიშე Ka-52 შვეულმფრენი ჩამოაგდეს ფრონტის ხაზის სიახლოვეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ რუსული შვეულმფრენები იყვნენ უკრაინული შეტევის ერთ-ერთი წინააღმდეგ ერთ-ერთი უიშვიათესი ეფექტური საშუალება.

- ყველა დაკვირვებითა და შეფასებით უკრაინელთა შემტევი ნაწილებიც მხოლოდ ძალიან მცირე ძალები მონაწილეობენ იერიშებში. ამ მცირე ძალებითაც კი წარმატებული კონტრშეტევა მნიშვნელოვან იმედებს იძლევა და აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა ძირითადი იერიში არა ზაპორიჟიას ან დონეცკის ოლქის სამხრეთ ნაწილში განვითარდეს, არამედ სრულიად სხვა მიმართულება გახლდეთ. ვნახოთ.

- ზაპორიჟიას ოლქის სხვადასხვა მონაკვეთზე იერიში გრძელდება, მაგრამ იქიდან მხოლოდ ძალიან ლიმიტირებული ინფორმაცია არსებობს.

- წინსვლაა ბახმუტშიც. ფლანგებიდან უკრაინელთა შეტევა წარმატებით ვითარდება. ჯერჯერობით ქალაქის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს არ გადაუნაცვლია, მაგრამ სავარაუდოა, რომ უკრაინელები ქალაქის ალყაში მოქცევას უფრო შეეცდებიან ვიდრე მასზე პირდაპირ შტურმს. "ვაგნერის" ხელმძღვანელი პრიგოჟინი სწორედ ამ მომენტს ელის. შესაძლოა მისი პროპაგანდა შოიგუსა და გერასიმოვის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამწვავდეს ბახმუტის უკრაინელთა მიერ გათავისუფლების შემთხვევაში. დიდი ხანია იგი ამტკიცებს რომ უკრაინაში მხოლოდ რუსული "ვაგნერი" იყო ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა. მათ შორის სიტუაცია იმდენად ფეთქებადია, რომ ბახმუტში უკრაინელთა შესვლის შემთხვევაში შოიგუ-პრიგოჟინის დაპირისპირებამ შესაძლოა დუღილის ტემპერატურას მიაღწიოს.

 

 

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way