- "ვაგნერმა" როსტოვის დანაღმვა და გამაგრება დაიწყო, ქალაქში მიმდინარეობს ჩხრეკა და მათთან დაპირისპირებული ძალების გამოვლენა;
- ხალხის განწყობა სამგვარია - მცირე ნაწილი პუტინის მხარესაა, მეორე მცირე ნაწილი საჭმელებს ურიგებს "ვაგნერელებს" - ისინი მათთვის "მაგარი კაცების" სიმბოლოს წარმოადგენენ, ხოლო მესამე და ყველაზე დიდი ნაწილი უბრალოდ ჩუმადაა და ცდილობს არ ჩაერიოს დაპირისპირებაში;
- როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბბინაში აფეთქება მოხდა. ეს იყო საჰაერო დარტყმა თუ სხვა რამ - უცნობია.
- ვორონეჟის სიახლოვეს რუსეთის თავდაცვის ძალებმა სამხედრო კოლონებზე ნადირობა დაიწყეს. ამასობაში კი სამხედროსთან ერთად სამოქალაქო მანქანებსაც ესვრიან.
- კადიროვის დანაყოფებმა როსტოვის ოლქის საზღვარი გადაკვეთეს. როგორია განწყობები და მოტივაცია ჩეჩნურ დანაყოფებში არაა ცნობილი, მაგრამ "ვაგნერი" კადიროვის დაუძინებელ მტრადაა მოაზრებული.
- მოსკოვის ოლქში, მოსკოვისაკენ მიმავალი გზის უმრავლესობა გამაგრებული აქვთ რუს სამხედროებსა და როსგვარდიას. მოსკოვს იცავს საჰაერო სადესანტო ძალებიც. მიმდინარეობს სანგრები თხრა და ფორტიფიკაციების მოწყობა.
- ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში ინტერნეტის თავისუფლად გამოყენება აიკრძალა და შეზღუდვებით ხდება. საუბარია პირველ რიგში ვორონეჟსა და როსტოვზე. სავარაუდოდ, გავრცელდება მოსკოვზეც.
- პრიგოჟინმა ახალი მიმართვა გაავრცელა: ხალხი ისე გვხვდება როგორც გამათავისუფლებლებსო.
- მედვედევმა განაცხადა, ახლა მთავარია შიდა მტერი დავამარცხოთ, არაფერია ამაზე მნიშვნელოვანიო.
- რამდენიმე სამთავრობო თვითმფრინავი აფრინდა მოსკოვიდან პეტერბურგის მიმართულებით. ეს ნიშნავს პოლიტიკური ელიტის ევაკუაციას თუ ოჯახის წევრების გარიდებას - თუ უბრალოდ ასეთი მითის შექმნას - უცნობია.
- რუსული ავიაცია ვორონეჟის ოლქში ყველა იმ ობიექტს ბომბავს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ვაგნერის მიერ. საუბარი ნავთობტერმინალებზე თუ ხიდებზე.