- დონეცკის რაიონის სამხრეთით, ვუჰლედართან მებრძოლი რუსული 155-ე ელიტური ბრიგადა თითქმის სრულადაა განადგურებული. 5000 სამხედროსაგან შემდგარი ბრიგადის წევრები ან მოკლეს, ან დაჭრეს და ბრძოლიდან გამოთიშეს ან ტყვედ იქნენ აყვანილები. ამაზე Politico და სხვა გამოცემები უფრო დეტალურად წერენ. იგორ გირკინის - მალაიზიური სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებასა და სხვა ტერორისტულ აქტივობებში ბრალდებულისა და სამხედრო კომენტატორის - შეფასებით რუსული გენერალიტეტი სრული უგუნურებისაგან შედგება, რომლებიც ვერაფერს სწავლობენ საკუთარი შეცდომებიდან. იგი ვუჰლედარის შეტევას შემდეგნაირად აღწერს: "უკრაინელები ისე ესროდნენ რუსებს, როგორც სასროლეთში სამიზნეებს". ომის ამ სტადიაში ის რაც ვუჰლედარის მიმართულებით მოხდა და ხდება რუსული არმიისათვის კატასტროფად შეიძლება ჩაითვალოს. რეალურად, საზღვაო ძალები ის შენაერთი არაა რომელსაც მობილიზებულებით ან პატიმრებით შეავსებ. ესაა ის დანაყოფი, რომლის შეტევითი პოტენციალი და გამოცდილება ძალიან მაღალია.
- ბახმუტთან რუსული სუ-24 მოიერიშე იქნა ჩამოგდებული უკრაინელთა მიერ. სხვა მხრივ ბახმუტში სიტუაცია გუშინდელთან შედარებით დიდწილად უცვლელია თუ არ ჩავთვლით ფაქტს, რომ სლავიანსკისაკენ მიმავალი ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე გზის მონაკვეთი უშუალო შეტაკების ზონადაა ქცეული. მსგავსი სიტუაციაა დასავლეთის მაგისტრალთანაც - ივანივსკეს მომიჯნავედ.
- ლუგანსკის რაიონში, კრემინას სიახლოვეს რუსებმა განაახლეს შეტევა დონეცკის რაიონის მიმართულებით, თუმცა საკმაოდ მოძრავია ფრონტის ხაზი მიუხედავად იმისა, რომ სანგრებია ირგვლივ გათხრილი. ასე რომ ვის რა პოზიციები უკავია ზუსტად - უცნობია.
- 824 დაღუპული რუსი სამხედრო დღეში - ესაა ის ციფრი, რომელსაც არამხოლოდ უკრაინული მხარე, არამედ ბრიტანეთის დაზვერვაც ავრცელებს (თუმცა უკრაინაზე დაყრდნობით). აღნიშნული ციფრის ნახევარიც კი თუკი ნამდვილად დასტურდება ესაა ქმნის უმძიმეს მდგომარეობას რუსეთისათვის. ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ჰქონდათ რუსებს.
- აშშ-მ და მოკავშირეებმა თავანთ მოქალაქეებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. ამასვე აცხადებს რამდენიმე ევროპული ქვეყანა. მეტიც, საფრანგეთი ბელარუსიდან გასვლისაკენაც მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს. ამის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს - დაკავება ან/და იძულებით ფრონტზე გაშვება. განსაკუთრებით კი მათი ვისაც ორმაგი მოქალაქეობები აქვთ. არც ისაა გამორიცხული ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით დარტყმას ელოდნენ. ზოგადად, ასეთი მასობრივი მოწოდება ომის პერიოდში არ განხორციელებულა.