USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გიორგი კობერიძე - 12 თებერვლის შეჯამება უკრაინაში
дата:  254
- ბახმუტის ირგვლივ სიტუაცია კვლავ კრიტიკულად მძიმეა. თუმცა უკრაინელებმა ქალაქის სამხრეთით, კიშილივკასთან რამდენიმე წარმატებული თავდასხმა განახორციელეს რუსული პოზიციების მიმართულებით. მოქმედებენ უკრაინული დრონებიც, რომლებიც მოწინააღმდეგის პოზიციებზე სიღრმეში ყუმბარებს ყრიან და ცოცხალ ძალას ანადგურებენ.
როგორც ჩრდილოეთის - სლავიანსკისაენ მიმავალი - ისე დასავლეთის - კოსტანტინივკასკენ მიმავალი - საგზაო მონაკვეთები რუსების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მათზე კონტროლი არ აქვთ მოპოვებული. ჩრდილოეთის გზის მიმართულების გადასაკეტად და გზის პირას არსებულ პატარა ორ დასახლებისაკენ - ბერხივკასა და იაჰიდნესაკენ - რუსული იერიშის მცდელობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია.
ქალაქ ბახმუტში შემოსულ რუსულ ნაწილებს კი უკრაინელები ძალიან ეფექტურად იგერიებენ. ჯერჯერობით საქალაქო ბრძოლაში რუსულმა დანაყოფებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს და მხოლოდ ძალიან მაღალი მსხვერპლის ფასად აღწევენ ქალაქის ტერიტორიაზე, ისიც ძირითადად ქალაქის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც გარეუბანში მყიფედ უკავიათ პოზიციები.
- ამ ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო და გუშინაც აღვნიშნეთ, უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება კრასნა ჰორა დატოვეს და იქვე, პარასკოვივკასთან გამაგრდნენ. თუმცა არც ამ უკანასკნელის მდგომარეობა არის სახარბიელო, რადგან რუსული იერიში ამ მიმართულებითაც აქტიურად გრძელდება.
- კრიტიკული ბრძოლების ფონზე ბახმუტში ხვალიდან სამოქალაქო მოსახლეობის გადაადგილებაც შეიზღუდება. შესაბამისად, ვისაც ქალაქიდან ევაკუაცია და საკუთარი ნივთების გატანა სურდა თითქმის სრულად განახორციელა. რუსული იერიშის ფონზე მხოლოდ ერთი გზა, ჩასივ იარის მიმართულებითღა არის თავისუფალი.
- დონეცკის რაიონში, სამხრეთით, ვუჰლედარის მიმართულებით რუსული წარუმატებელი შეტევების ციკლი გრძელდება. ამჯერად რუსული ტექნიკა ორი მიზეზით ვეღარ გამოიყენება აქტიურად - მათი დიდი ნაწილი უბრალოდ ბოლო ორ კვირაში განადგურდა, ხოლო მეორე ნაწილს ფრონტის ხაზზე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ფონზე გამოჩენის ეშინია. შესაბამისად, ცოცხალი ძალის ტალღებად შეტევის მაგალითებიც შეიქმნა რაც, რა თქმა უნდა, რუსი მოიერიშეების სრული განადგურებით დასრულდა. მაგრამ ის, რაც ვუჰლედარში ხდება თითქმის არ მეორდება არსად - რუსული არმიის ელიტური ნაწილები სხვა რეგულარებთან და მობილიზებულებთან ერთად კატასტროფულ დანაკარგს იღებენ, რომელთა შევსებაც ძალიან რთული იქნება.
- "ვაგნერის" ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს კლანებს შორის დაპირისპირება გრძელდება. სწორედ პრიგოჟინის ინიციატივა იყო კრემლისათვის ეჩვენებინა თუ რამდენად უფრო წარმატებული იყო მისი ტაქტიკა თავდაცვის ძალებთან შედარებით. ამ ფონზე მას თავის კლანთან ერთად - რომელშიც კადიროვი და სუროვიკინიც შედიოდნენ - უნდა მოეშორებინათ შოიგუ და თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებები გაეკონტროლებინათ. თუმცა სიტუაცია სწორედ პრიგოჟინის წინააღმდეგ იცვლება - როგორც ჩანს მისი პოპულარობა დიდად არც კრემლში არ მიიღეს სასიამოვნოდ. პრიგოჟინს ეზღუდება პატიმრების რეკრუტირება, ხოლო მედია საშუალებები მის პიარზე აღარ დაკავდებიან. არ არის გამორიცხული, რომ თუკი პრიგოჟინი და შოიგუ ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან (თუნდაც კიდევ უფრო მალულად ვიდრე ახლა), ერთ-ერთი მათგანი ჩამოშორდეს აქტიურ პოლიტიკას.
მიუხედავად ამისა, დეკემბრის დასაწყისის მდგომარეობით დაახლოებით 50 ათასი "ვაგნერის" წევრია უკრაინის ტერიტორიაზე (აპრილში 10 ათასამდე იყვნენ). მათი ნაწილი განადგურებული ან დაჭრილია. ზოგიერთი მონაცემით 15-20 ათასიც კი, რაც მათი ცოცხალი მასის იერიშიდან გამომდინარე სულაც არ არის გამორიცხული.
მაგრამ იმ ფონზე, რომ "ვაგნერი" ასე აქტიურობდა დონეცკის რაიონის ჩრდილოეთით, სამხრეთში ვუჰლედარის მიმართულებით თავდაცვის დიდი ძალები იმის დასამტკიცებლად რომ მათაც ეფექტურად შეეძლოთ შეტევა - შეაკვდნენ უკრაინულ პოზიციებს. შიდა დაპირისპირება და თან ამ მასშტაბით მნიშვნელოვანი საფრთხეა რუსეთისათვის.
- ბოლო ერთი კვირა იაქტიურეს რუსებმა ავდიივკას მიმართულებით, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ და შეჩერდნენ. მათი წინსვლა ვერ განხორციელდა, რის გამოც კვლავ ფრონტისპირა, სასანგრე ბრძოლა გრძელდება.
- თითქმის ყველა საჰაერო რეიდი, რომელსაც რუსეთი ფრთოსანი რაკეტების, სადაზვერვო დრონებისა თუ თვითმკვლელი საჰაერო მართვადი აპარატების მეშვეობით ახორციელებს, აუცილებლად მიმართულია ქალაქი დნიპროს წინააღმდეგაც. ეს ქალაქი იქცა უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდ. თითქმის ყოველი ღამე ამ ქალაქში აფეთქებებითა თუ საჰაერო ბრძოლის მიმდინარეობს. დღესაც იგივე სურათს ვხედავთ.
- უკრაინელებმა თავიანთი თვითნაკეთი დრონების ტესტირება დაიწყეს, რომელიც თვისებრივად ირანული წარმოშობის დრონებს წააგავს. ვნახოთ რამდენად ეფექტური იქნება ისინი რუსული პოზიციების წინააღმდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში აფეთქების მუხტთან ერთად შოკის ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати