USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
გიორგი კობერიძე - 1 მარტის შეჯამება უკრაინაში
дата:  608
- წუხელ რუსეთში, აზოვის ზღვის საპორტო ქალაქი ეისკის სამხედრო აეროდრომი დაიბომბა. ეს სამხედრო ობიექტი იმითაა გამორჩეული, რომ იქ სუ-34 მრავალფუნქციური გამანადგურებლები იყო წარმოდგენილი. ზუსტად რა ზიანი მიადგა იქ მყოფ რუსულ ტექნიკას არაა ცნობილი, მაგრამ საუბრობდნენ მინიმუმ ორ განეიტრალებულ თვითმფრინავზე. თუმცა, თუკი ასეთ დროს სატელიტური ფოტოები არ გავრცელდა რეალურად ძალიან რთულია ზუსტ ტექნოლოგიურ ზიანზე საუბარი. პოლიტიკურ-რეპუტაციულზე კი რამდენიც გინდა.
- საღამოს დაიბომბა ყირიმიც. აფეთქებების ხმა ისმოდა ბახჩისარაის მიმართულებით. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც აქტიურადაა ჩართული, თუმცა დრონების გამოყენებით თავდასხმების შემთხვევაში შეტევა ერთიანი და მასირებულია ხოლმე, რა დროსაც შედეგიანობა რუსულ სისტემებს არცთუ მაღალი აქვთ ხოლმე.
- დღის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთში, ბელგოროდის რაიონში. უშუალოდ ქალაქ ბელგოროდში კი სირენები რამდენჯერმე ჩაირთო.
- უკრაინულმა არტილერიამ მძიმედ დაბომბა რუსული პოზიციები ზაპორიჟიას რაიონის სტრატეგიულ ქალაქ პოლოჰიში, რომელიც ფრონტისპირა მიმართულებით ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო-ლოჯისტიკური ცენტრია.
- უწყვეტი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით. უკრაინელებმა დამატებითი სამხედრო რეზერვის გადასროლა განახორციელეს ქალაქის სიახლოვეს და საჭიროების შემთხვევაში ან საქალაქო ბრძოლაში ან შესაძლო ალყის გარღვევისას აუცილებელ ელემენტად გადაიქცევა. თავად რუსული "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბრძოლა ახლა ყველაზე რთულ ფაზაშია შესული და რომ უკრაინელები ძალიან დიდი ძალებით არიან წარმოდგენილნი.
ქალაქის ოპერატიულ ალყაში (ეს არაა სრული ალყა, არამედ როდესაც ყველა მომარაგების გზას მოწინააღმდეგე აკონტროლებს) მოხვედრის საშიშროება მაღალია, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინელებს ქალაქიდან გამავალი ორი გზა მაინც უკავიათ. ოპერატიული ალყის შემთხვევაში უკრაინელების მხრიდან ორი ვარიანტი იქნება ასეთ შემთხვევაში - ქალაქიდან გასვლა ან ალყის გარღვევა გარედან ან/და შიგნიდან.
- დონეცკის რაიონში, სამხრეთით, ვუჰლედარში იმ რაოდენობის ტექნიკური და ცოცხალი ძალის დანაკარგი აქვს რუსულ ელიტურ დანაყოფებს, რომ განიხილება საზღვაო ქვეითების საერთოდ მოხსნა და სხვა მიმართულებით გადაყვანა. რეალურად, ვუჰლედარის მისადგომებთან რუსეთმა ერთ თვეში თითქმის იმ რაოდენობის ტექნიკა დაკარგა, რაც მარიუპოლისათვის ბრძოლაში სამი თვის ყველაზე ინტენსიური ბრძოლის პერიოდში.
- ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. ამას რუსულ-ჩინური სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ძალიან კონკრეტული ზრდა შეიძლება მოჰყვეს. ეს არ იქნება უბრალო შეხვედრა შეხვედრისათვის. აშშ-ში რესპუბლიკელების ის ნაწილი, რომელიც უკრაინის დაფინანსებას ეწინააღმდეგება ერთ-ერთ არგუმენტად ჩინეთის პრიორიტეტულობა მოჰყავთ და ამბობენ, რომ პეკინი არის ნომერ პირველი საფრთხე ვაშინგტონისათვის. რუსულ-ჩინური ურთიერთობის გაღრმავების შემთხვევაში კი აშშ-ში რესპუბლიკელების ის ნაწილიც დასუსტდება, ვინც ამ არგუმენტით ცდილობდა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებას.
დღეს სი ძინპინი ლუკაშენკას შეხვდა.
გაყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
 
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати