USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
გიორგი კობერიძე - 07:00-10:00 საათების შეჯამება რუსეთში, "ვაგნერის" ამბოხის ფონზე
თარიღი:  624
- ვორონეჟის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ სწრაფად დაიკავა "ვაგნერის" დაჯგუფებამ. მალე "ვაგნერს" უშუალოდ ქალაქ ვორონეჟშიც ელოდებიან (ზოგიერთი ვერსიით ქალაქში უკვე გამოჩნდნენ "ვაგნერელები").
 
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართა "ვაგნერს" და იარაღის დაყრისაკენ მოუწოდა. პრიგოჟინმა მოგატყუათ და დიდ ამბოხში ჩაგითრიათო. უსაფრთხოების გარანტიას ჰპირდება ყველას, ვინც იარაღს დაყრის.
 
"ვაგნერი" ის ძალა არაა ასე ადვილად დაყარონ იარაღი. თავზეხელაღებული კრიმინალების დაჯგუფება, რომელსაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი მიეცა, ასე ადვილად არ ნებდება ხოლმე. ამასთან, "ვაგნერი" პრიგოჟინს უფრო ენდობა ვიდრე შოიგუსა და გერასიმოვს. უკან დასახევიც ბევრი არაფერი აქვთ.
 
ამასთან, პრიგოჟინის მხრიდან ხანგრძლივი საინფორმაციო კამპანიის ფონზე "ვაგნერისადმი" პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთის შიგნით შესამჩნევადაა გაზრდილი. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. მის მხარესვე არიან ნეო-ნაცისტური დაჯგუფებებიც. ზოგადად, "ვაგნერის" სამხედრო ფრთას ნაცისტური იდეოლოგიის ღია მხარდამჭერი დიმიტრი უტკინი ხელმძღვანელობს.
 
- პრიგოჟინი როსტოვშია. იქ ჰყავს რუსეთის სამხრეთის არმიის სარდლობა - ნებით თუ ტყვედ - უცნობია. მან მიმართვა გაავრცელა და თქვა რომ ყველა მნიშვნელოვან სამხედრო პუნქტს აკონტროლებს და აცხადებს, რომ ტელევიზორში რასაც ავრცელებენ ტყუილია, რუსეთის არმიას ბევრად მძიმე სიტუაცია აქვს უკრაინაში ვიდრე ციფრებია ცნობილიო.
 
- რუსული არმიის მინიმუმ სამი შვეულმფრენი იქნა ჩამოგდებული "ვაგნერის" მიერ. სულ რომ არაფერი მოხდეს უკრაინელთათვის შვებაა ეს.
- ვაგნერი კარგადაა შეიარაღებული. ჰყავს ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, გამოცდილი შეიარაღებული ძალები, ციხიდან გამოშვებული კრიმინალები, დაქირავებული მოხალისეები და როსტოვის აღების შემდეგ იქ არსებული დამატებითი შეიარაღება.
 
რუსული არმიის მთავარი ელიტა ახლა უკრაინაში იმყოფება. როსგვარდია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომში კი გამოცდილია, მაგრამ "ვაგნერზე" მძლავრი რამდენადაა არავინ იცის.
 
ჯერჯერობით აქტიური შეტაკებები არ მომხდარა. ლოკალური შეხლის გარდა, მასშტაბური ხასიათი ჯერ არ მოუღია მოვლენებს.
კრემლს მოქმედება მოუწევს. სრულიად შესაძლებელია, რომ თუკი სიტუაცია არ შეიცვლება, ოფიციალურად გამოცხადდება კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყება ყველა იმ ოლქში, სადაც "ვაგნერია" ბაზირებული.
 
რუსეთის სამხედრო ძალების ქაოსში ჩაფლობა უკრაინისათვის დიდი შვება იქნება.
 
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის