USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
გიორგი კობახიძე - საქართველოს წინაშე არსებულ ეგზისტენციალურ საფრთხესთან ბრძოლის შეფასებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ გეოპოლიტიკური კონტექსტი
дата:  981
საქართველოს წინაშე არსებულ ეგზისტენციალურ საფრთხესთან ბრძოლის შეფასებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ გეოპოლიტიკური კონტექსტი:
საქართველო კავკასიის ღერძია. რუსეთისათვის ნათელია, რომ საქართველოს ხელში ჩაგდების გარეშე კავკასიის სრული კონტროლი შეუძლებელია. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში არსებული სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ყოველთვის საქართველოზე აკეთებდნენ სწორებას. ხოლო საქართველოს დაცემა რეგიონის სრულ დაცემას მოასწავებდა ხოლმე.
რამდენიმე თვის წინ რუსმა პროპაგანდისტებმა დაიწყეს კამპანია სომხეთის არსებული ხელისუფლების და მისი რუსეთისაგან ცვალებადი კურსის წინააღმდეგ. მაგრამ თითქმის ყველა პროპაგანდისტული წერილი თუ გადაცემას იმას უსვამდა ხაზს, რომ თუ საქართველო დაეცემოდა სომხეთს მარტო შანსი აღარ ექნებოდა. საქართველოს დაცემისთანავე თურქეთის როლიც დასუსტდებოდა რეგიონში და პრაქტიკულად რუსული დომინაცია შეიქმნებოდა კავკასიაში.
ამის საპირისპიროდ, თუკი საქართველო წარმატებული და ევროპული მაგალითი იქნებოდა ეს შექმნიდა გადადებადობის მექანიზმს და შესაძლო მიზიდულობის ცენტრსაც სხვა კავკასიური წარმონაქმნებისათვის. ამის ნიშნები რამდენიმე თვის წინ გვქონდა, როდესაც სომხეთის ხელისუფლებამ საქართველოს მსგავს ევროპულ კურსზე დაიწყო საუბარი, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიელებისა თუ უფრო ფართო რეგიონისათვის საქართველოში ჩამოსვლა ევროპაში ჩასვლას გულისხმობდა. ეს კი რუსეთისათვის კატასტროფული საფრთხის შემცველი იყო.
ისევ რუს პროპაგანდისტებს რომ დავუბრუნდეთ. ისინი ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე აღნიშნავდნენ, რომ ახლა, როდესაც ისრაელში კრიზისია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ევროპა კიევზეა ფოკუსირებული და აშშ-ში შიდა პრობლემები მწვავეა რუსეთმა თავისი დღის წესრიგი უნდა გაატაროს საქართველოში, მოლდოვასა და შუა აზიაშიო. ამ უკანასკნელში კიდეც ვიხილეთ რუსულ პოლიტიკაზე დაყოლიების შემთხვევები. ახლა საქართველოს ჯერია. აქ კი მოსახლეობას არავითარი სურვილი არ აქვს შუა აზიის მაგვარ რუსულ-ჩინურ მარიონეტად გადაქცევის.
რუსეთი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გავლით რუსულ სამართლებრივ წესრიგს დაამყარებს საქართველოში, რითაც ქვეყანა ჩამოშორდება ევროპულ კურსს და გახდება რუსეთის ვასალი. ოღონდ თუკი ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს დამორჩილების შემთხვევაში თბილისისათვის რაიმე სასარგებლოს იზამს ძალიან ცდება. ამის საპირისპიროდ, ახლა, ამ ყველაფრის ფონზე რაც საქართველოში ხდება, რუსეთი შიდა წმენდას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში, სადაც თუკი ვინმე იყო ვისაც პრო-რუსული კურსი არ ეჭირა იმათაც კლავენ, იჭერენ ან ათავისუფლებენ. ის კი არა სიამაყით აცხადებენ რუსი პროპაგანდისტები, რომ საქართველო იმიტომ იქცევა კარგად, რომ თავის დროზე მისი ამბიციები უროთი გავანადგურეთ როცა ტერიტორიები ჩამოვაჭერითო. ჭკუა ვასწავლეთო.
შესაბამისად, საქართველოში რუსული სამართლებრივი წესრიგის დამყარებისა და ეტაპობრივი რეპრესიების შემთხვევაში სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო დაშორდება დასავლეთს და რუსიფიცირდება - რადგან გეოპოლიტიკური აქსიომაა: რაც უფრო შორს ხარ ევროპისაგან მით უფრო ახლოს ხარ რუსეთთან. ჩვენ კი გეოპოლიტიკურ ციხეში აღმოვჩნდებით, რომლიდანაც თავის დახსნა ძალიან გაგვიჭირდება. ისედაც მძიმე "ტვინების გადინება" კატასტროფულ მასშტაბს მიაღწევს.
ხოლო თუკი ვინმეს ეშინია "რუსეთი არ შემოვიდეს და დავუთმოთო" გამოდის რომ უკვე დეფაქტო სრულ ოკუპაციაზე ყოფილა თანხმობა და მაშინ რომელ სუვერენიტეტზეღაა საუბარი?! თუკი ქვეყანაში რუსეთის სასარგებლო სამართლებრივი და პოლიტიკური წესრიგი დამყარდა დაგვიკარგავს სუვერენიტეტი და ეგ არის. მაგრამ რაც შეეხება "შემოსვლას": გარდა იმისა, რომ რუსეთი უკვე ისედაც შემოსულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მეტი შემოსვლის თავი მას ნამდვილად არ აქვს. რუსეთი უკრაინაში მყარადაა გახლართული და კუნთების თამაშის თავი და ათობით ათასი სამხედროს გადმოსროლის საშუალება ნამდვილად არ აქვს. ამიტომ თუკი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ეშინია და განგებ არ აქვს რუსული კურსი არჩეული, მაშინ ნუ გეშინიათ, მხოლოდ ის იცოდეთ, რომ აგრესორს მხოლოდ სისუსტის დანახვა აღაგზნებს და ამოტივირებს ახალი აგრესიისაკენ.
რომ შევაჯამოთ, საქართველო ახლა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა. დღეს საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან არამხოლოდ რუსული სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ, არამედ თავად რუსეთის წინააღმდეგაც. საქართველოში კი კავკასიის ბედი წყდება. თუკი საქართველოში ევროპული სანთელი სრულიად ჩააქრეს, მაშინ რეგიონის სხვა წარმონაქმნებსაც სრულიად ეკარგებათ რაიმე შასი.
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати