USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
გიორგი კეკელიძე - რატომ გავხდი ტროლ-ბოტების და რეაქციული ჯგუფების გამალებული თავდასხმის ობიექტი ?!
Date:  343
ხშირად მეკითხებიან, რატომ გავხდი ტროლ-ბოტების და რეაქციული, მცირე ჯგუფების ასე გამალებული თავდასხმის ობიექტი გასნაკუთრებით მე. მოგიყვებით. ოღონდ ჩემზე არა. სხვა, უფრო დიდ ამბავზე და მიხვდებით.
 
ქართული სოციალური ქსელის - დიდწილად, ცხადია, facebook-ის ისტორია ორ დიდ ილუზიას და იმედგაცრუებას მოიცავს. თავიდან უმეტესწილად, ლიბერალური, ზომიერად კონსერვატული, სოციალისტური და ლიბერტარიანული ჯგუფები გამოჩნდნენ და დისკუსია დიდწილად მემარცხენეობა-მემარჯვენეობის უპირატესობის გასარკვევად მიმდინარეობდა. ფუნდამენტურ საკითხებზე - ქვეყნის ევროპული მომავალი და კრემლი რომ მტერია - ამაზე ვინმე ფიქრს თუ გაივლებდა, ძნელად ეგონათ. უკანასკნელ 10 წელიწადში, სხვადასხვა წრეების მიერ მართულ ტროლ-ბოტთა ფაბრიკების გარდა, სოციალურ ქსელებში დარეგისტრირდა თითქმის ყველა მისწრაფების და თაობის ქართველი, მათ შორის სრულიად შესანიშნავი ხალხი და ნაწილი, რომლებიც შეიძლება, ზოგადად, ასევე შესანიშნავი ადამიანები არიან, მაგრამ დეზინფორმაციულმა პროპაგანდამ, რომელიც შენიღბული იყო ფსევდო-ეროვნული და ტრადიციების დამცველთა აგრესიული მანტიით, იოლად მიიმხრო ისინი და დღესაც გამალებით კვებავს.
 
ეს იყო კულტურული შოკი facebook-ზე მანამდე დასახლებული მოქალაქეებისთვის, ვერ წარმოედგინათ, რომ ქვეყანაში არსებობდა ამდენი ადამიანი, რომელსაც, ბევრ საკითხზე სრულიად განსხვავებული აზრი ჰქონდა. იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებთან ლაპარაკი დაეწყოთ, პროგრესული წრეების დიდმა ნაწილმა, რომელთა შორის, ცხადია, ყველა თაობის ადამიანია წარმოდგენილი, ვირტუალურ და რეალურ სივრცეში, მთლიანად დაკარგეს კონტაქტი.
 
გაკეთებული საქმეები, იდეები, დიდწილად ვიწრო ჯგუფებში იხარშებოდა და სრულიად დაცლილი იყო მისიონერული განცდისგან. ,,ბნელია, დავბლოკავ" - მათი გერბის დევიზად იქცა. მეტიც - ნებისმიერი, ვინც უფრო ფართო აუდიტორიას მოიპოვებდა, მათ შორის - გაგიკვირდებათ და ნელ-ნელა, მათ შორის მეც, უცნაურ გაღიზიანებას იწვევდა და სხვადასხვა გზით ცდილობდნენ დისტანცირებას ( ყველაზე მსუბუქი სიტყვა გამოვიყენე ახლა), იმის მაგივრად, რომ კარგი საქმეების სხვებისთვის გასაცნობად გამოეყენებინათ ეს რესურსი. რეტროგრადული წრეები კი, ტროლ-ბოტების დახმარებით, კიდევ უფრო იოლად ახდენდნენ ნებისმიერი განსხვავებული იდეის დემონიზებას - ,,პირსისხლიანი ნაცია" "აცრით დაჩიპულია" "გარყვნილი ევროპელია" და სხვანი.
 
მე, მოგახსენეთ, სულ სხვა გზა ავირჩიე და ალბათ კიდევ რამდენიმემ, მაგრამ ეს მთლიან ფონს ძნელად ეყოფოდა - ამან ნელ-ნელა პრო-პუტინისტურ წრეებს შეუქმნა განცდა, რომ სრულ უმრავლესობაში არიან და ყველაფრის რევიზიონიზმი შეიძლება, მათ შორის თითქოს აქამდე შეთანხმებულ მოცემულობების, რომ საქართველო ევროპაა, რომ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომში ღიად უგულშემატკვირო მტერს და მხარიც აგიბან. მარტის ამბებმა, ვიწრო პილიტიკური კონტექსტის მიღმა, ამ უცნაური ჯგუფების ილუზიაც დაამსხვრია - უეცრად გამოჩნდა უამრავი ადამიანი, ამ დასახელებულ ორ მხარეზე გაცილებით მეტი, პოლიტიკურად არანაგაჟირებული, ყოველგვარი ,,ნაც-ქოცური" ვნებისგან დაცლილი, ძნელად დასაშანტაჟებელი, ნაწილი, რომელიც არასდროს აქტიურობდა, უბრალოდ საკუთარ საქმეს აკეთებდა და ეს ველი მათთვის აქამდე ტოქსიკური იყო.
 
ეს აღმოჩნდა მეორე დიდი ილუზიის დასასრული. და აქ მხოლოდ ახალგაზრდები როდი იყვნენ, ყველა თაობის ადამიანი გამოცოცხლდა. რადგან მათი არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, აქტიურად ეხმიანებოდა ჩემს წერილებს, ერთ-ერთ ,,გამღვივებლად" ჩავითვალე და ცილისწამებების იარაღით აღჭურვილმა ტროლებმაც ,,გამოილაშქრეს". მაგრამ მე ხომ მთავარი არ ვარ, დაე, წერონ და იკითხონ - პასუხები უკვე გავეცი და ამისთვის არც თავს მოვიცდენ და არც თქვენ მოგაცდენთ. მთავარი ეს ხალხია, რომელიც ამ რთულ დღეებში მხარს მიჭერდა, რომლებმაც ცხადად და ეჭვშეუვალად იციან, რომ რუსეთი მტერია და საქართველო ევროპული კულტურის ვარსკვლავია, რომელიც უფროდაუფრო უნდა კაშკაშებდეს.
 
მუდამ გეიმედებოდეთ
თქვენი
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way