USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
გიორგი კეკელიძე- "ბოდიში, სახლში დარჩი.."
Date:  1370

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება იმ სოციალურ უთანასწორობას, რომელიც პანდემიის გამო იზოლაციის პირობებში ბევრ ადამიანს გამოსავალს არ უტოვებს.

"მთელი ღამე მაწვალებდა და უნდა დამეწერა: ლამის მეც კი, საშინელი ოთხმოცდაათიანების პირმშოს, თურმე დამავიწყდა და სხვაგან გადავსახლდი..

ეს დღეებია, ხან გურიაში და ხან თბილისში, ჩემი მწირი შესაძლებლობით, ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირს. ეს საქები საქმე არ არის - ვალდებულებაა ნებისმიერის, ვისაც რომ ამის მცირე უნარი მაინც აქვს. ჰოდა, ვუყურებ ამ ხალხს,

ვუყურებ და გაცილებით მძაფრად ვგრძნობ, რაც აქამდეც თითქოს ზუსტად ვიცოდი - ფრაზა #დარჩისახლში ძალიან, ძალიან განსხვავდება. მათი და ჩვენი. ისინი ტელევიიზით უცქერენ მხიარულ სახეებს რიხიანი მოწოდებით, რომელთა შორის მეც ვარ და ტელევიზორის გამორთვის მერე, შიშით გახედავენ ცარიელ კარადას, მოფართხალე მრიცხველს, მშიერ ბავშვებს და ავადმყოფ მოხუცებს.

მათი "დარჩი სახლში" სხვა "დარჩი სახლშია". ლამის მეც კი, საშინელი ოთხმოცდაათიანების პირმშოს, თურმე დამავიწყდა და სხვაგან გადავსახლდი. ჰოდა, გუშინ, როცა მუხიანში, რაღაც მიშენებიდან, საშინლად გამხდარი ქალი, მორცხვად გამოვიდა ორი პატარათი და ერთმა დაიძახა: დედა, სათამაშოც მინდოდაო და დედამ პირზე მიაფარა ხელი - საშინლად შემრცხვა. ჩემი მხიარული სიტყვების გამო, სადაც ამ ადამიანებს მოვუწოდებდი. და სხვების გამოც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს "არც ისე ცუდია", რომ "არდადეგებს ჰგავს" და სხვანი და სხვანი. განა აზრი შევიცვალე - ვიცი, რომ ახლა გარდაუვალი და ყველაზე ზუსტი მოწოდებაა. უბრალოდ, მგონი რომ ფრაზა უნდა დავიწყოთ ასე - "ბოდიში, სახლში დარჩი.."
მე რაც შემეძლება, ისევ გავაკეთებ - დღესაც ორ ოჯახში მივდივარ, იმ ბავშვსაც მივუტან სათამაშოს, მაგრამ ეს გზავნილი უფრო ხვალისაა - ხვალ ჩვენ უფრო მეტად დაგვჭირდება ერთმანეთის შემჩნევა" - წერს გიორგი კეკელიძე

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way