USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
გიორგი კალანდაძე - 14 თებერვლის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  451
- "რუსეთმა წააგო სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად" - განაცხადა აშშ-ს გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ (მისი სრული წოდება აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელია) რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გამართული შეხვედრის შემდგომ განვლილი წლის შეჯამებისას.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება ხოლო აშშ და მისი მოკავშირეები ბოლომდე დაუჭერენ მხარს უკრაინას, რათა შენარჩუნებულ იქნას არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, რომლის რღვევასაც რუსეთი და მისი მოკავშირეები ამ ხნის განმავლობაში ყველა მეთოდით ცდილობენ.
ამასთან, უკრაინა მაქსიმალურად სწრაფად მიიღებს როგორც "ლეოპარდ 2" ისე "ჩელენჯერ 2" ტანკებს. "ლეოპარდებზე" წვრთნებს უკრაინელები პოლონეთში უკვე გადიან, ხოლო "ჩელენჯერებს" ბრიტანეთში სწავლობენ. ამას დაემატება ის საბჭოთა წარმოების T72-ები რომლებზეც ხელი მოკავშირეებს მიუწვდებათ. დაახლოებით 80-დან 100 ერთეულამდე.
შეხვედრამდე იყო განცხადებები, რომ მსჯელობა მოლდოვასაც შეეხებოდა, თუმცა რა ფორმით მოხდა ეს უცნობია.
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინელთა კონტრშეტევა გაზაფხულისათვის იქნება მოსალოდნელი. ცხადია, ამ მიმართულებით სხვა განცხადებები არ გაკეთებულა და არც გაკეთდება.
- WSJ-ს ინფორმაციით, განიხილება აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ იემენისათვის განკუთვნილი ირანული წარმოშობის დაკავებული იარაღის გადაცემა უკრაინისათვის. საუბარია 5000 ავტომატზე, 1.6 მილიონ ამუნიციაზე, დაუდგენელი რაოდენობის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე და სხვა. აქ მთავარი არ არის რაოდენობა ან იარაღის სიმძლავრე, არამედ აშშ-ს სიგნალი ირანისა და რუსეთისათვის, რომ მათ ერთ პოლიტიკურ ნავში მოიაზრებს.
- ბახმუტთან სიტუაცია დასტაბილურდა. უკრაინელებმა ქალაქის დასავლეთით, კოსტიანტინივკასაკენ მიმავალი გზის სიახლოვეს კონტრშეტევა განახორციელეს და რუსული ნაწილები გზის მომიჯნავე ტერიტორიიდან უკუაგდეს. თუკი რუსები გუშინწინდელი მდგომარეობით გზიდან თითქმის 500-600 მეტრში იყვნენ ახლა 2 კილომეტრით არიან მოშორებული.
სიტუაცია კონტროლირებადია უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზეც. აღმოსავლეთით და სამხრეთით "ვაგნერის" დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ დრონებთან ერთად არტილერია კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს. დაიბომბა მათი ლოკალური სამხედრო-სამეთაურო პუნქტიც. თუკი წინა კვირებსა და თვეებში რუსული არტილერია ბევრად აღემატებოდა უკრაინულს, ახლა თანდათან მათი რაოდენობა თანაბრდება.
ზოგადად, ძალიან დიდი მსხვერპლის ფონზეც კი რუსებს ქალაქის დაკავება ძალიან უჭირთ. ერთი იყო დასახლების ირგვლივ ტერიტორიების დაკავება და მეორეა ურბანული ბრძოლების კომპლექსურობა. რიცხობრივი უპირატესობა კვლავ რუსეთის მხარესაა და ამას კვლავ გამოიყენებენ, მაგრამ ცოცხალი ძალა შეუზღუდავი არ არის, ხოლო დანგრეულ ქალაქში მათი მნიშვნელობა მცირდება. დიდი ოდენობის მსხვერპლის ფონზე დემორალიზება რუსულ ნაწილებში იზრდება, ხოლო მომარაგება ჭირს.
- რადგან დღესაც რამშტაინზე სწორედ რეზნიკოვი იყო ჩასული, როგორც ჩანს, იგი, ამ ეტაპზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრად დარჩება და მას ბუდანოვი არ შეცვლის.
გაყევი ბმულსგიორგი კობერიძე
 
 
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის