USD 2.6922
EUR 3.2166
RUB 3.5490
Тбилиси
გიორგი იულდაშვილი-შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი
дата:  1253
7 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა მუსიკაზე შემიყვანეს, მაგრამ ფორტეპიანოს მასწავლებელმა და მუსიკალური სკოლის დირექტორმა ჩათვალეს, რომ მუსიკის “არასაკმარისი ნიჭი” მქონდა, რის გამოც მშობლები იძულებული იყვნენ მუსიკის სკოლიდან გამოვეყვანე. 11 წლის ასაკში ფორტეპიანოს მიმართულებით ხელმეორედ დამაწყებინეს მუსიკალური განათლების მიღება. საბოლოოდ მუსიკა ჩემს პროფესიად იქცა და დღეს უკვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
 
წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი სირთულე და დაბრკოლება გავიარე. ყველაზე მეტად მინდოდა დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ გულწრფელად მოინდომებ - გამოგივა. სამმაგად მეტი მუშაობა მიწევდა, ვიდრე სხვა ბავშვებს ამ სფეროში. 18 წლის ასაკში მონაწილეობა მივიღე შვეიცარიელი პროფესორის ჰანს-იურგ შტრუბის მასტერკლასებზე კონსერვატორიაში, სადაც სხვადასხვა საფორტეპიანო ნაწარმოები შევასრულე. პროფესორს ჩემი შესრულება მოეწონა და იმავე წელს მიმიწვია გერმანიაში თავის ორკვირიან მასტერკლასებზე. ზუსტად ეს აღმოჩნდა ყველაფრის საწყისი. გადავწყვიტე, რომ ბაკალავრიატზე ციურიხში ჩამებარებინა, შვეიცარიელი პროფესორის (დღეს უკვე ჩემი მეგობრი ჰანს-იურგ შტრუბი) კლასში.
 
მისაღებ გამოცდებამდე რამდენიმე თვე მქონდა დარჩენილი და ინტენსიური რეჟიმით დავიწყე გერმანული ენის შესწავლა. ვიცოდი, რომ ჩაბარების შემთხვევაში ძალიან ბევრი საგნის გავლა და ნაშრომის დაწერა მომიწევდა ჩემთვის სრულიად უცხო ენაზე. ჩავაბარე და დავიწყე გზის გაკვალვა ჩემს სფეროში. კონცერტების ჩატარებაზე შემოთავაზებები მალე მივიღე. მსმენელების და გულშემატკივრების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა. ამავდროულად ჩემში პედაგოგის ნიჭი აღმოვაჩინე. ბაკალავრიატის წარმატებით დასრულების შემდეგ სწავლა მაგისტრატურაზე, პედაგოგიურის მიმართულებით განვაგრძე. ორი წლის შემდეგ, როდესაც ფინალური გამოცდა ჩავაბარე, აღმოჩნდა, რომ ყველაზე წარმატებული უცხოელი მაგისტრი ვიყავი ჩემს სასწავლებელში, რისთვისაც ციურიხის მერიამ დამაჯილდოვა და ფულადი პრემია გადმომცა. დღეს უკვე საშუალება მაქვს შვეიცარიის მასშტაბით, ნებისმიერ მუსიკალურ სასწავლებელში უგამოცდოდ შევძლო მუშაობის დაწყება. ყველაზე მეტად მახარებს, რომ პედაგოგიურის მაგისტრატურაზე სწავლამ ძალიან საინტერესო ხედვა და აზროვნება ჩამომიყალიბა. ჩემი ჰორიზონტი ბევრად უფრო გაიშალა. შევქმენი ევროპული და ქართული სწავლების საკმაოდ საინტერესო მეთოდი, განსხვავებული კულტურების სინთეზით. 2019 წელს ჩემი დებიუტი ციურიხის “Tonhalle”-ს დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. ერთ სცენაზე დავუკარით მე და ლეგენდარულმა პორტუგალიელმა პიანისტმა - მარია ჟოაო პირეშმა.
 
2018 და 2020 წლებში გავხდი პრესტიჟული შვეიცარიული კონკურსის “Instrumentalmusik Wettbewerb des Migros-Kulturprozent”-ის ორმაგი გამარჯვებული, რამაც ჩემს კარიერაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა. ასევე, 2021 წელს ქალაქ ბაზელში, “Friedlwald”-ის კონკურსზე, ახალი გამარჯვება მოვიპოვე.
 
ამჟამად მასტერ ორზე (Master Performance) ვსწავლობ. რამდენიმე თვეში კი ავსტრიულ მუსიკალურ ლეიბლთან თანამშრომლობით ჩემი პირველი ოფიციალური დისკი გამოვა, სადაც ერთ-ერთი მთავარი ადგილი ქართველი კომპოზიტორის, ნოდარ გაბუნიას საფორტეპიანო ციკლს უკავია, რაც განსაკუთრებით მახარებს. აქტიურად ვმუშაობ და მიზნად მაქვს დასახული ახლო მომავალში სასკოლო სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელიც დამწყებ პიანისტებს ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლაში დაეხმარება.
мир
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати