USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Tbilisi
გიორგი გახარიას სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა
Date:  1735

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. მისი თქმით ეს გეგმა 200 000 ფერმერს შეეხება და გეგმის სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება. გეგმა მიზნად ისახავს მცირე, საშუალოდ და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ფაქტობრივად თითოეული ეტაპის სუბსიდირებას ან თანადაფინანსებას გულისხმობს. მათ შორის გათვალისწინებულია სუბსიდირების პროგრამა დიზელის საწვავის შესაძენად, ასევე, სუბსიდირება ქიმიკატების შესაძენად, და სხვა. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს რამდენიმე უკვე არსებული პროგრამის, მათ შორის აგროდაზღვევის, იაფი აგროკრედიტის, “დანერგე მომავალის” და სხვა პროგრამების დაფინანსებების გაფართოებას.

სულ გადაწყვეტილებები 12 პუნქტად არის მთავრობის მიერ წარმოდგენილი:

1) მცირემიწიანი ფერმერების დახმარება:

კერძოდ:

● 0.25 ჰექტრიდან - 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების სუბსიდირება;
● თანადაფინანსება საქონლისა და მომსახურების შესაძენად - სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები; აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურება (1.25 ჰა-დან - 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის).
● დახმარებას მიიღებს 200 000 -მდე ფერმერი;
● პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან;
● ბიუჯეტი 37 მილიონი.

2)იაფი დიზელი ფერმერებს

კერძოდ:

● დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს;
● 0.25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებს - აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით 1 ლარით იაფად 1 ლიტრი;
● ლიმიტი 1 ჰა-ზე 150 ლიტრი;
● 40 მლნ. ლარამდე შეღავათი ფერმერებს;
● დახმარებას მიიღებს 200 000 -მდე ფერმერი;
● პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან.

3) სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულება.

კერძოდ:

● 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების დავალიანება 8 მლნ. ლარამდე;
● 42 000 ფიზიკური და იურიდიული პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ფერმერებს ჩამოეწერებათ 5 მლნ. ლარის გადასახადი.
● 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჯამურად ჩამოეწერება 13 მლნ. ლარამდე გადასახადი.

4) 50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის

კერძოდ 50,000 ლარამდე ფარგლებში (ჯამური ღირებულებით) დაფინანსდება:

● სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება 50%;
● ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციის თანადაფინანსება 50%;
● ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება 50%.
● პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან;
● ბიუჯეტი 10 მილიონი;

 5) 50%-იანი გრანტი სარწყავი სისტემებისთვის

კერძოდ, პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გარდა არსებული შეღავათებისა, შესაძლებელი ხდება:

● მრავალწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება;
● 1 ჰა-ზე არაუმეტეს 2 500 ლარი თანადაფინანსება50%;
● ბიუჯეტი 13 მილიონი.

6) ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის

კერძოდ:

● საბრუნავი საშუალებების კომპონენტი - 5 000 ლარი - 100 000 ლარი, სრული თანადაფინანსება - 17 %, თანადაფინანსების პერიოდი - 6 თვე.
● ძირითადი საშუალებების და ლიზინგის კომპონენტი - 20 000 ლარი - 1 500 000 ლარი, თანადაფინანსება - 11-12 %; თანადაფინანსების პერიოდი - 48 თვე.
● სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი - 1 500 001 ლარი - 5 000 000 ლარი, თანადაფინანსება - 10%, თანადაფინანსების პერიოდი - 24 თვე.

7) იზრდება ერთწლიანი კულტურებისთვის სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება:

8%-ის ნაცვლად სესხის თანადაფინანსების კომპონენტი ხდება 11%;
ლიზინგის თანადაფინანსება 9%-ის ნაცვლად, ხდება 12%;

ბიუჯეტი 74 მილიონი - დამატებით გამოიყო 7.4 მილიონი ლარი.

8) საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა

კერძოდ:

● სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანადაფინანსება - თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი - 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.
● დახმარება კოოპერატივებს ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის - თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი - 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.
● კოოპერატივებისათვის აღჭურვილობა/დანადგარების დაფინანსება - თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი - 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.

ბიუჯეტი 1.5 მილიონი ლარი.

9) აგროდაზღვევა

კერძოდ:

სადაზღვევო რისკები;

● სეტყვა;
● წყალდიდობა;
● ქარიშხალი;
● საშემოდგომო ყინვა.

პირობები:

● მაქსიმალური ფართობი - 30 ჰა მარცვლეული 5 ჰა სხვა დანარჩენი.
● თანადაფინანსება - 50% ვაზი 70% სხვა დანარჩენი.
● სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარი.

ბიუჯეტი 9 მილიონი ლარი.

10) ადგილობრივი მერძევეობის ხელშეწყობა

კერძოდ:

თანადაფინანსების პროგრამა:

● რძის პირველადი წარმოება - პროცენტული წილი 80% თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი
● რძის შემგროვებელი პუნქტები პროცენტული წილი - 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 137 000 ლარი
● რძის შემგროვებელი პუნქტები (საზაფხულო) - პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი
● რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1 ტონამდე წარმადობით - პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 39 000 ლარი
● რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1-10 ტონამდე წარმადობით პროცენტული წილი - 40%, თანადაფინანსება არაუმეტეს 130 000 ლარი
● პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება პროცენტული წილი - 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 195 000 ლარი
● ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება პროცენტული წილი - 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 52 000 ლარი.

ბიუჯეტი 42 მილიონი ლარი.

11) გრანტები კოოპერატივებისთვის

კერძოდ:

თაფლისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება 70%-ით შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

● გორი
● ახალქალაქი
● დმანისი
● დუშეთი.

მევენახეობისა და მერძევეობის დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა - თანადაფინანსება 90%, 150 000 - 500 000 ლარის ლიმიტებში.

● მაღალმთიან რეგიონებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებით 5%-ის თანადაფინანსება;
● სოფლის მეურნეობის ყველა მიმდინარე სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებით 10%-ის თანადაფინანსება.

12) პირდაპირი და სექტორული დახმარება ფერმერებს

პირდაპირი დახმარებები, კერძოდ:

● აგრობარათები;
● აგროდიზელი;
● მელიორაცია;
● აგროკრედიტი;
● საბრუნავი კომპონენტი.

სულ მხარდაჭერა 1 ჰა-ზე - 850 ლარიდან 1700 ლარამდე.

დახმარებას მიიღებს 200 000-მდე ფერმერი.

სექტორული დახმარება ფერმერს:

● 50% - იანი გრანტი ტექნიკისთვის სათბურებისთვის სარწყავი სისტემებისთვის;
● 80% -მდე გრანტი მერძევეობისთვის;
● 17% - მდე თანადაფინანსება სესხებზე - ახალი საბანკო შეღავათები;
● 70% - იანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე;
● 15 000 ლარამდე გრანტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის.

წყარო:https://bm.ge

business
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way