USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
თარიღი:  781

გიორგი გახარიამ, სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზეა საუბარი, როგორებიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, ვაჭრობა და ეკონომიკა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება.

„რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ, ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლდა დგას. ეს ყველას კარგად ესმის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ანგარიშს და განაცხადა, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. პირიქით, ეს ჩვენს ინტერესშია, იმიტომ, რომ ამ პროცესებში, არავის, ჩვენ თვითონ ეჭვი არ გვეპარება. კითხვის ნიშნები რაც არსებობს, ამასთანა კომფორტულად ვგრძნობთ თავს, იმიტომ, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს და ახლა მიხვდება, პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩევნო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესის, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტების შეკითხვას, ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი არასერიოზულია“.

„ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია. შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი და ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა უპასუხა ბოლო პერიოდში მიმდინარე საქმეების გამოძიებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალები კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, ამიტომ პროაქტიულად მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც.

„გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ვაკეთებდი შსს-შიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ რეფორმების ის მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს და მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიოლოგიური კრიზისი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველაფერი ერთად დაემთხვა, ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში და ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. მე სხვა რამე ვთქვი და აქ ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია, მაშინ როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ, ისევე როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას ასევე იყენებენ პოლიტიკური პროცესისთვის და ეს შესაძლებლობა რომ არ მივცეთ სხვადასხვა ინტერპრეტირების, რაც ასევე მედიის უფლებაა, ამას არავინ კრძალავს, მე ვთქვი რომ ესეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს, პროაქტიულად მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების პროცესი ჯერ კიდევ დასრულებული არაა. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ,“ -განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უპასუხა ასევე საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკის ჩატანის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციაა და ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საკითხი.

„საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. თუ ეს ფოტო ნანახი გაქვთ, ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ასევე „ფრონტერას“ საკითხს და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, უაღრესად მნიშვნელოვანია და არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ფრონტერასთან“ მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველომ, მთავრობამ, ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად, აქტივის, იმ ტერიტორიის 99 %, დაიბრუნა. ერთი პროცენტი, რომელზეც სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული დავით შეეძლო საქართველოს, რომ დაეწყო დაბრუნების პროცესი, ამ პროცესის დაწყებაზე თქვა უარი და მარტივად აგიხსნით, რატომ - იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ და კიდევ ერთი საკითხი - რა თქმა უნდა, იქ არიან ქართველი ადამიანები დასაქმებული, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამ ადამიანების ინტერესიც უნდა იქნას დაცული,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.