USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
გიორგი გახარია: ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება დაწესდეს, იქნება მიზნობრივი და ლოკალური - არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით
дата:  488

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვები, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალში დაწესდეს, არ იქნება სისტემური და მხოლოდ ლოკალური ხასიათი ექნება.

ამასთან, როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ქართული ჯანდაცვის სისტემა სუსტია, ქვეყანა პანდემიას კარგად გაუმკლავდა.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ, როგორც ქვეყნის რესურსი, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ სისტემასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოწვევას კარგად გაუმკლავდა. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, თუმცა არა შეზღუდვით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ამასთან ერთად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთ მიმართულებებზე როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც საარჩევნო პროცესი“,- განაცხადა პრემიერმა.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати