USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
გიორგი გახარია: კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს დაიწყებენ, 90%-იანი გარანტიით დავუდგებით
თარიღი:  1648

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით.

ამასთანავე, გახარია ამბობს, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით.

„დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი – პირველ რიგში, ეს ეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებას. ეს გახლავთ ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს.

აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის