USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
გიორგი გახარია ევროკომისარ იოჰანსონთან შეხვედრაზე - ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა
Date:  694
გიორგი გახარია ევროკომისარ იოჰანსონთან შეხვედრაზე - საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო დიდი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ევროკომისარს საშინაო საკითხებში ულვა იოჰანსონს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხო და აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო დიდი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან ქვეყნის მიზანი ევროკავშირის წევრობაა.
ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს აძლევს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის იმპლემენტაციის მიმართულებით, კერძოდ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც ქვეყნიდან გასვლის პროცედურებს არეგულირებს. პოზიტიურად შეფასდა თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, როგორებიცაა - EUROPOL-ი და Frontex-ი, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული წარმატებული საკანონმდებლო ინიციატივების მიმღების საფუძველი გახდა.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ცირკულარული მიგრაცია და საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში.
დადებითად შეფასდა საქართველოს მხრიდან ევროპულ დედაქალაქებში პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და აღინიშნა, რომ ეს ევროკავშირისა და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის კარგი საფუძველია.
მხარეებმა ყველა ძირითადი მიმართულებით, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.
საუბარი შეეხო 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ახლახან, ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რომლის მიზანიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერაა. ევროკომისარმა პოზიტიურად შეაფასა განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ამ გზაზე საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way