USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გიორგი გახარია: ცენტრალური პარკი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე
თარიღი:  1025

უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილი ის ღვაწლი, ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში მწვანე ზონების არსებობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი. შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური პარკი, თბილისის ბოტანიკური პარკი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი. ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა შეიცავს ამ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას, გვექნება ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან იმიტომ, რომ დღეს პანდემიის პირობებში, როდესაც საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას, ყველა კარგად ვხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოს. ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი უნდა მოეწყოს, მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის