უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილი ის ღვაწლი, ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში მწვანე ზონების არსებობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
„რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი. შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური პარკი, თბილისის ბოტანიკური პარკი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი. ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა შეიცავს ამ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას, გვექნება ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან იმიტომ, რომ დღეს პანდემიის პირობებში, როდესაც საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას, ყველა კარგად ვხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოს. ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს“,- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი უნდა მოეწყოს, მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.