USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
გიორგი გახარია ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
дата:  496

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ებრაელ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ებრაელ მოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

„ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს. ეს დღესასწაული არის სინათლის სიბნელეზე, სამართლიანობის უსამართლობაზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო, რომელსაც ტრადიციულად, ჩვენს ებრაელ ძმებთან ერთად, ოდითგანვე აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყანაშიც. ახლა პანდემიის გამო, ყველას რთული დღეები გვიდგას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ საერთო გამოწვევაზეც აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთმანეთის თანადგომით.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ხანუქას ზეიმობს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати