USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
გიორგი გახარია აშშ-ში ადამ კინზინგერს შეხვდა
Date:  732

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია რესპუბლიკელ კონგრესმენს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეს ადამ კინზინგერს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს.

„გიორგი გახარიამ და ადამ კინზინგერმა ასევე განიხილეს 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა. მხარეებმა შეხვედრაზე 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ადამ კინზინგერს გააცნო პარტია „საქართველოსთვის“ ხედვები დემოკრატიზაციის პროცესის განმტკიცების, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების პრაქტიკულად დაცვის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ინიციატივების შესახებ“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way