USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
გიორგი გახარია - ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი
дата:  667

ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კარტოგრაფების საქმის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა გავუფრთხილდეთ დავით გარეჯის მომავალსაც და აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც.

„რამოდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერ სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველას, აქ ვერავის გამოვყოფ, საერთო ეროვნული მიდგომა უნდა იყოს ეს. ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება თეორიულადაც კი დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და გავუფრთხილდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати