USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
გიორგი გახარია - ყველა ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით
Date:  371

ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და შემდეგ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.

მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისის მენეჯმენტის პროცესს აქვს გარკვეული თავისებურებებიც, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ პირებს და ყველა მოქალაქეს, რომელიც სახლში რჩება და იცავს საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს.

„მესამე თვეა, საქართველო უმკლავდება გლობალურ ეპიდემიას, რომელმაც ფაქტობრივად ერთ დღეში შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სახე. ამ გლობალურ მოწვევასთან გამკლავების ნაწილში საქართველოს სახელისუფლებო გუნდი ეყრდნობა პირველ რიგში პროფესიონალების რჩევებს და ასევე მწყობრ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საფუძველი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სირთულეების და დისკომფორტის მიუხედავად, რომელსაც ყოველდღიურად ხვდება ჩვენი თითოეული მოქალაქე, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ამ ბრძოლას, რადგან დღეს არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული რეცეპტი კორონავირუსთან ბრძოლისა, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების, მობილობის შემცირების და ა.შ ამიტომ იძულებული გავხდით, მიგვეღო ბევრი საკმაოდ არაკომფორტული ნაბიჯი, რაც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხაზზე არიან და იბრძვიან ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, ხაზგასმით მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში და იცავენ იმ პირობებს, რომლებიც აუცილებელია, რომ გავუმკლავდეთ ამ ვირუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way