USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
გიორგი გახარია - ყველა კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს
дата:  499

ყველა ის კომპანია, რომელიც თითოეულ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იგივე სახის სუბსიდირებას მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც შენარჩუნებულია.

„ყველა ის სამუშაო ადგილი და ყველა ის ადამიანი, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თითოეულ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და რომელიც არის 150 ლარამდე.

ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვეხმარებით, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მეწარმეს, რომ შეინარჩუნოს ადგილები, ხოლო ჩვენმა მოქალაქემ ხელფასი და შემოსავალი. ამ ღონისძიების ბიუჯეტი არის 250 მილიონი ლარი“, – განაცხადა გახარიამ.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати