USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, თითოეულს, მე პირადად და მთავრობა დაუდგება გვერდში
дата:  5184

დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს - ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, მე გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, მთავრობა მაქსიმალურად გვერდით დაუდგება.

 

„ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, იქნება ეს სასურსათო პროგრამები, თუ ინდუსტრიული წარმოებები, თითოეულ მათგანს მე, პირადად, და მთავრობა დაუდგება გვერდში. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ფოთის პორტის განვითარება არის შეზღუდული, მაქსიმუმ, განვითარდეს, დაახლოებით, 6 მლნ დამატებითი ტონით, ფიზიკურად იქ არ არის მეტი ადგილი, რაც ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც 100 მლნ დამატებით ტონაზე იყო გათვლილი, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტი. ამიტომ, ვისაც უნდა განავითაროს ანაკლია, მოიტანოს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ მას გავუკეთებთ ყველაფერს. ფოთმა რა ვალდებულებაც აიღო - დამატებითი ტვირთების მოზიდვის და სიმძლავრეების შექმნა, უნდა განახორციელოს 2 წელში. ფოთის პორტის ვალდებულებაა, უახლოესი 2 წლის განმავლობაში 350 მლნ დოლარის ინვესტირება და, მინიმუმ, მშენებლობის ეტაპზე 1500 სამუშაო ადგილის შექმნა. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, დავუდგები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით ამ თემაზე სასაუბროდ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

спорт
ილია სულამანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალი ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო.
ფინალურ შეხვედრამდე ილია სულამანიძემ ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი და უნგრელი შომბორ ვეგი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩს სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა ბექაურმა მოიპოვეს. 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати