USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
გიორგი გახარია - სრული ლოქდაუნის და მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა არ არსებობს, ეს არის ჭორი
дата:  722

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფორმაცია თითქოს 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი, ან გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება ჭორია. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მკაცრი შეზღუდვების დაწესების მიზეზი არ არსებობს, რადგან ბოლოს დაწესებული შეზღუდვების შედეგები უკვე საგრძნობია და ჯანდაცვის სისტემა გამოწვევებს მდგრადად უმკლავდება.

,,არაფერი არ იცვლება, როგორც განვაცხადეთ მივყვებით გეგმას. არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი და შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით თუ ფეხით. 24 დეკემბრიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და ისინი დაიხურება, სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის მიზეზი არ არსებობს, ბოლო დაწესებული შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს, ამიტომ არანაირი ლოქდაუნების და მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა არ არსებობს, ეს არის ჭორები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати