USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
გიორგი გახარია - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა
Date:  360

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის.

როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

“მადლობა ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის”,- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, ევროკომისიამ მიიღო წინადადება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. წინადადება ემატება ევროპის გუნდის ‘Team Europe’ მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის საიმედო და მიზნობრივ რეაგირებას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის მხარდასაჭერად. ევროკომიიის ინფორმაციით, ეს არის ამ ქვეყნებთან ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელოვანი დემონსტრირება უპრეცედენტო კრიზისის დროს.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way