USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
გიორგი გახარია - როდესაც დავაყენებთ ჩვენს თბილისის მერობის კანდიდატს, ყველა ნახავს, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით
Date:  811

მმართველმა ძალამ იქამადე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს თბილისის მერი არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ მერის არჩევას, არ ნიშნავს მხოლოდ, ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას, სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც თითოეულ ამ კანდიდატს უკან მოჰყვება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას არ აკონკრეტებს თუ ვინ იქნება პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი.

„ჩვენი მერობის კანდიდატის შესახებ გაიგებთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ჩვენ ვთქვით, რომ დროს სრულად გამოვიყენებთ. ერთი მხრივ, პარტიულ ინფრასტრუქტურას ვალაგებთ და მეორე მხრივ, ვემზადებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიებს, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ ათწლეულობის განმავლობაში დალაგებული პარტიული იერარქია აქვთ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათთვის მარტივია. ჩვენ, ახლა, პარალელურად ამას ვაკეთებთ“, - აცხადებს გახარია.

აქვს თუ არა თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის მოლოდინი, გახარია პასუხობს, რომ ახლა ამაზე საუბარი მარჩიელობაა.

„ჰიპოთეზურ მარჩიელობას ვაკეთებთ, ხომ?! როდესაც დავაყენებთ ჩვენს კანდიდატს ყველა ნახავს, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით. ამიტომ, ახლა, აქ, კალაძეს დაუჭერ მხარს, თუ მელიას... ერთი რამ მინდა გითხრათ, მიუხედავად ჩემი პერსონალური სიმპატიებისა და ანტიპატიებისა მმართველმა ძალამ იქამადე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს, თბილისის მერი არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ მერის არჩევას. არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთი, კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც თითოეულ ამ კანდიდატს უკან მოჰყვება და ეს სამწუხაროდ, ავიწროებს, როგორც ჩემი, რიგითი თბილისელის უფლებას გავაკეთო სწორი არჩევანი მერის არჩევის დროს, იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახდა ეს ყველაფერი. ამიტომ, თავს შევიკავებ დღეს“, - აცხადებს გიორგი გახარია.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way