USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
გიორგი გახარია - „ოცნება“ აშინებეს და სამსახურიდან აგდებს ხალხს, ეს ამორალურია
Date:  713

მე ვხვდები ბევრ ადამიანს, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებს და ყოფილ წევრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ზუსტად იგივეს იმეორებს დღევანდელი პარტიული „ბოსების“ მიერ მართული ხელისუფლება, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ე.წ. ფარულ მიყურადებაზე და თვალთვალზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვის გამო სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, რაც შიშის მანიშნებელია და ღირსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

,,ეს უბრალოდ შიშია. ისეთ დონემდე მიდიან, რომ რიგით საჯარო მოხელეებს, სოფლის ექიმს, მეხანძრეს და უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო, რომ „ფეისბუქზე“ სიმპათია გამოხატეს, მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან მათი, ან მათი ოჯახის წევრების გაგდებით. ეს ამორალურია და არანაირი კავშირი ღირსებასთან არ აქვს. „ოცნება“ რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის და ღირსების აღდგენის მოდულით, დღეს იძულებულია და იმ მდგომარეობაშია, ამ პარტიული „ბოსების“ მართვის შედეგად, რომ იგივე ინსტრუმენტები და მეთოდები გამოიყენოს, რაც მანამდე იყო. ხშირ შემთხვევაში აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იმავე ხალხს, ვისაც ამას უკეთებდნენ 2012 წლამდეც. ჩვენ შევქმენით იურისტების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ყველა შემთხვევას განიხილავენ და გვაქვს იმედი, რომ სასამართლო სისტემა ადეკვატურად უპასუხებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსო საქციელებს და თუ დაგვჭირდა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპყრობთ. სახელმწიფო იყენებს სახელმწიფო ინსტრუმენტებს, განსაკუთრებით რეგიონში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასადგენად“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way