USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
გიორგი გახარია - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო - უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან, საფრთხე რეალურია!
Date:  482

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარია აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.

"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.
მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო." 

 

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way