დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, „ბოსების“ გაბედულებაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გარეშე მიიღებდა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მმართველ პარტიას საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს.
„ამ ხალხს გამბედაობის სერიოზული პრობლემა აქვს, ამ ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტი ე.წ. 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.