USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
გიორგი გახარია - მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, „ბოსების“ გაბედულებაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა
Date:  854

დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, „ბოსების“ გაბედულებაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გარეშე მიიღებდა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მმართველ პარტიას საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს.

„ამ ხალხს გამბედაობის სერიოზული პრობლემა აქვს, ამ ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტი ე.წ. 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way