USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
გიორგი გახარია - მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი და არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
თარიღი:  1573

იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

„ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე განცხადდა ასევე, რომ მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბდსიდირებას მოახდენს

როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა ის კომპანია, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება, დამატებით სუბსიდირებას მიიღებს 10 თეთრის ოდენობით.

„ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში სექტორალურად ვეხმარებით სხვადასხვა დარგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს, ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეობისთვის. მოგეხსენებათ, წელს მთავრობა სუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას და შემდეგი ნაბიჯი, რასაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს, საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბდსიდირების შესახებ 10 თეთრით, საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრი. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით შეიქმნება, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით, ეს ალბათ, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - განაცხადა გახარიამ.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის